მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველებისათვის რეგისტრაცია პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში 28 დეკემბრის 10:00 საათიდან 22 იანვრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 24 იანვარს ჩატარდება.
ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. ყოველი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფო ენის დაცვის მნიშვნელობა-აუცილებლობაზე