სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„2024 წელს, მეკვლედ ჩემს პირველკლასელებს ვისურვებდი“ - დირექტორები მეკვლეობის ტრადიციასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობენ 
02-01-2024
-
+


მეკვლეობა და ბედობა - ჯადოსნური დღესასწაულის გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოში საუკუნოვანი ისტორია აქვს და თაობიდან თაობას გადაეცემა. მეკვლე ფეხბედნიერი ადამიანია, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბარაქა შეაქვს და სხვათა შორის, ძველად, ოჯახში მისი შემობრძანება განსაკუთრებულ რიტუალთან იყო დაკავშირებული. დღეს ამ რიტუალებს ნაკლები ყურადღება ეთმობა, თუმცა „კუჩხი ბედინერის“ დღემდე გვჯერა და ალბათ საზოგადოებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება შეიტყოს, რას ფიქრობენ ამ ტრადიციაზე სკოლის დირექტორები - სჯერათ თუ არა და ვის ისურვებდნენ ბედობას მეკვლედ?

ინეზა ციხიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის დირექტორი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მეკვლეობის ტრადიციის ბავშვობიდან სჯერა და მიაჩნია, რომ მასზეა დამოკიდებული თუ რამდენად წარმატებული იქნება მომავალი წელი. „ზოგადად, მეკვლის ტრადიციის, რა თქმა უნდა, მჯერა. ბავშვობიდან გვყავდა მეკვლე ოჯახში. ჩვენი განწყობისთვის, იმისთვის, რომ შემდგომი მომავალი წელი წარმატებული, მშვიდობის მომტანი და ბედნიერი იყოს ფეხბედნიერი მეკვლე მნიშვნელოვანია. კონკრეტულად რთული სათქმელია თუ ვის ვისურვებდი 2024 წელს მეკვლედ - ნებისმიერი წარმატებული ადამიანი სასიამოვნო იქნებოდა, მაგალითად განათლების მინისტრი. მთავარია ჩვენს ქვეყანას წარმატება და სიკეთე მოუტანოს“, - ამბობს ის.

თეონა ადეიშვილისთვის, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორია 2024 წელს მეკვლედ თავის პირველკლასელებს ისურვებდა, რადგან მიაჩნია, რომ ისინი წარმატების მომტანები იქნებიან. „მეკვლის ტრადიცია საქართველოს უძველესი წარსულიდან მოჰყვება და მეც, რა თქმა უნდა, მჯერა მისი. კარგ მეკვლეს, რომელიც წარმატებულია და კეთილი გული აქვს, შეუძლია ბედნიერება, სიხარული და წარმატება დაგვაბედოს. ამიტომაც 2024 წელს, მეკვლედ ჩემს პირველკლასელებს ვისურვებდი“, - აღნიშნავს დირექტორი.

ელგა თეთვაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის დირექტორი კი  გვიყვება, რომ თუ მეკვლეს კეთილი გული აქვს, ის აუცილებლად იღბლიანი იქნება ჩვენთვის:

„2024 წელს ჩემს მეკვლედ ვისურვებდი კარგი გულის ადამიანს, რადგან მჯერა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, მეკვლის ტრადიცია ძალიან მომწონს და მჯერა, რომ ამ დღეს შეიძლება ბევრი კარგი რამ დაგებედოს, თუ, რა თქმა უნდა, ამის გულით გჯერა“, - აღნიშნავს ქალბატონი ელგა.

ნანა მიქავასთვის, რომელიც წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორია, მნიშვნელოვანია მეკვლემ ოჯახში ხალისით შემოაბიჯოს: 

„მჯერა, რომ თუ მეკვლე კეთილი გულითა და ხალისით შემოაბიჯებს ოჯახში, ეს წელი მისი თითოეული წევრისთვის წარმატებული იქნება. 2024 წელს მეკვლედ ჩემს მოსწავლეებს ვისურვებდი - მათ, ვისთვისაც მთელ ენერგიას ვხარჯავთ, რომ ისინი ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ.

ვისურვებდი, 2024 წელი ყველასთვის წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი ყოფილიყოს. ბედნიერი წელი ჰქონოდეთ ჩვენს აღსაზრდელებს, სრულიად საქართველოს და მშვიდობიან სამყაროში გვეცხოვროს“, - გვიყვება დირექტორი.

თეონა ურიადმყოფელი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორი კი აღნიშნავს, რომ მეკვლეობა ახალი წლის განუყოფელი ნაწილია:

„მეკვლეობა, ძველი ქართული ტრადიციაა და ძალიან უხდება ახალ წელს - სხვა განწყობა შემოაქვს, ახალი მოლოდინები გვესახება. ერთი კონკრეტული ადამიანი არ მყავს არჩეული მეკვლედ, თუმცა მინდა, რომ ამ წელს მთლიანად საქართველოს დაებედოს სიხარული, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა“, - აღნიშნავს ქალბატონო თეონა.


„ეტალონიც“, ჩვენს თანამოაზრე სკოლის დირექტორებთან ერთად, გისურვებთ, მეკვლეს ყველაფერი საუკეთესო შემოეტანოს თქვენს ოჯახებში და 2024 წელი ფეხბედნიერი ყოფილიყოს მთელი საქართველოსთვის!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება