მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენელის თქმით, ეს დღე ერთდროულად მღელვარე და სიხარულის მომტანი იყო, როგორც მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე პედაგოგებისა და მშობლებისათვის.
საზეიმოდ მორთული სკოლის სააქტო დარბაზი ვერ იტევდა სტუმრებს, რომლებსაც სურდათ ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიელოცათ.
დარბაზი სავსე იყო მშობლებით, ბებიებითა და პაპებით. სტუმართა შორის იყვნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მისი მოადგილეები - ლია ზურებიანი და მალხაზ სამაშვილი, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გულნაზი აფციაური და კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო თეატრ „გარისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ბეკოშვილი.
მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. მოზარდებს სიურპრიზი მოუწყო პირველმა მასწავლებელმა, რომელმაც მოსწავლეებს მათი პირველი ნამუშევრები გადასცა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებული იყო სკოლის დირექტორის გიული ზაქაიძის მისალოცი სიტყვა, მან წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ფართო გზაზე.
ამაღელვებელი იყო ბატონ გიორგი ქორიძის მილოცვაც, რომელმაც სიამოვნებით აღნიშნა, რომ არის ამავე სკოლის კურსდამთავრებული. სკოლადამთავრებულებს „ბოლო ზარი“ თითოეულმა სტუმარმა მიულოცა.
„დღემ მეტად ემოციურად, მხიარულად და საზეიმო ვითარებაში ჩაიარა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შთამბეჭდავ ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ანა კალანდაძის უკვდავი ლექსი
„წიგნიერებასა და გონიერებაში ჩამალული საიდუმლო - დავით აღმაშენებელი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება გორისის საჯარო სკოლაში
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე