მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
საახალწლოდ მორთულ სცენაზე, თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს.
ბავშვებმა, სასკოლო საზოგადოებას, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის კი, სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე, მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებლებსა და მშობლებს დიდი მადლობას უხდის.
„უმაგრესი კოლეგები და უზემაგრესი მოსწავლეები მყავს მე. მადლობა კლასის დამრიგებლებს, მხატვრული წრის ხელმძღვანელებს შორენა აბუსელიძესა და ზაზა ბერიძეს, განსაკუთრებული მადლობა ნინო ბალაძეს ხალისინი თემატური ნომრების მომზადებასა და ლამაზი სანახაობის ორგანიზებისთვის. მადლობა, მშობლებს ღონისძიების გალამაზებისთვის. მრავალი ბედნიერი შობა ახალი წელი გაგთენებოდეთ, ჩემო ძვირფასებო!“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე
მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს
„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ
„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...