სიახლეები
სკოლები, ინტერვიუ

„ყველა სკოლას ვურჩევთ Etaloni-ge-ს პროექტში აუცილებლად ჩაერთონ“ - სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონის საქმის მწარმოებელი ნინო თურქიაშვილი
22-05-2018
-
+


სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის ავტორიზებული გიმნაზია-პანსიონი 1999 წლის ნოემბერში დაარსდა. გიმნაზიას თავიდან რთული პერიოდი ედგა, მშობლები ბავშვების მიყვანას ვერ ბედავდნენ და მრევლს სოფელ-სოფელ უწევდა სიარული, რათა სასწავლო დაწესებულების გახსნის მიზანი აეხსნათ. გიმნაზიაში თავდაპირველად თორმეტი მოსწავლე ირიცხებოდა, მაგრამ მათ მოსახლეობის ნდობის ნელ-ნელა მოპოვება შეძლეს და მალე გიმნაზია-პანსიონი ერთ-ერთ ძლიერ სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბდა. დღეს სკოლაში 142 მოსწავლე სწავლობს.  

რამდენიმე კვირის წინ გიმნაზია-პანსიონი Etaloni.ge-ს პროექტში ჩაერთო. 

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ მოლოდინებსა და იმედებზე, გიმნაზია-პანსიონის საქმეთა მწარმოებელი ნინო თურქიაშვილი გვესაუბრა. 

- მოგვიყევით თქვენი სკოლის დაარსების ისტორიის შესახებ

- სასწავლებლის დაარსების იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II ეკუთვნის. საქართველოს საპატრიარქოს გიმნაზიისთვის განათლების სამინისტროს ბალანსიდან გადმოეცა შენობა, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ კედლებს წარმოადგენდა. გადმოცემული შენობის არვარგისიანობის გამო თავდაპირველად გიმნაზია-პანსიონი განთავსდა სოფ. აჩხოტის მამათა მონასტერთან არსებულ დარბაზში, რომელიც სამეცადინო და საძინებელ ნაწილებად გაიყო. იმ დროისათვის მონასტრის წინამძღვარი იღუმენი იეგუდიელი (ტაბატაძე), სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ამჟამინდელი მთავარეპისკოპოსი იყო, რომელიც შემდეგ გიმნაზიის პირველი მოძღვარი და საღვთო სჯულის მასწავლებელი გახდა. წელს გიმნაზიამ მე-11 გამოშვება აღნიშნა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. 

- რა არის ის, რაც თქვენს სკოლას გამოარჩევს? 

- გიმნაზია-პანსიონი რაიონში არსებული სკოლებისგან განსხვავდება იმით, რომ ის არის ავტორიზებული სკოლა. 2017 წელს მეორედ გავიარეთ ავტორიზაცია და უნდა ითქვას, რომ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. ასევე, აქ ჩამოყალიბდა სულიერი მოძღვრის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სასულიერო პირთან მოსწავლის ყოველდღიურ ურთიერთობას. 2007 წლიდან გიმნაზია-პანსიონის დირექტორი არის სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი /ტაბატაძე/ მეუფე იეგუდიელის, რომლის ძალისხმევით გარემონტდა შენობის სამივე სართული, განახლდა გარე ფასადი, გაკეთდა საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, განახლდა სასკოლო ინვენტარი, აშენდა სპორტული დარბაზი, მუშაობს სასკოლო ბიბლიოთეკა და კომპიუტერის კაბინეტი. სკოლა სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. გაკეთდა ცენტრალური გათბობა, დღესდღეობით გიმნაზია-პანსიონი მთლიანად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას. იგეგმება სახელოსნოების და ეზოში ღია სტადიონების მოწყობა. დღეისათვის გიმნაზია-პანსიონში მუშაობს ხატვის და სიმღერის წრე. გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელები ხშირად მონაწილეობენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ადგილობრივ და საპატრიარქოს სკოლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. გიმნაზია-პანსიონი 2008 წლიდან ჩართულია სასულიერო გიმნაზიების ფესტივალში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ზუგდიდში. სპორტული დარბაზის აშენებამ ხელი შეუწყო გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. რაიონის მთავრობისა და გიმნაზია-პანსიონის დირექტორის ხელშეწყობით გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამთო სათხილამურო სპორტში-გუდაურში. გიმნაზია გამოსცემს ყოველთვიურ გაზეთს „ჩემი გიმნაზია“, რომლის რედაქტორის მონდომებითა და დახმარებით ჩვენი მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ გაზეთის შედგენაში.

- როგორც ვიცი, თქვენს სკოლაში დღის ცენტრი ფუნქციონირებს, მოგვიყევით ამის შესახებ

- ესაა გახანგრძლივებული დღის ცენტრი, რომელიც სთავაზობს მოსწავლეებს სათანადო დასვენების და სწავლის საშუალებას, რაციონალურ კვებას, სწორად შემუშავებულ რეჟიმს და უსაფრთხო გარემოს. ცენტრი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჯეროვან დასვენებას ძირითადი გაკვეთილების შემდგომ, განტვირთვას სასწავლო პროცესისაგან და ჯგუფში დავალებების ერთობლივად შესრულებას, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას. დღის ცენტრის გარდა ფუნქციონირებს პანსიონი, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს 24 საათიან მომსახურებას. მოსწავლეებს შეუძლიათ კვირის მანძილზე ისარგებლონ პანსიონის მომსახურებით, რაც მოიცავს როგორც საგაკვეთილო, ასევე დღის ცენტრისა და ღამის მომსახურებას. 

- სკოლაში, როგორც ჩანს, სრულყოფილი სწავლება მიმდინარეობს...

- გიმნაზია-პანსიონის კადრს ძირითადად ახალგაზრდა მონდომებული ადამიანები წარმოადგენენ, რომელთა მეცადინეობით გიმნაზიაში მიმდინარეობს ნაყოფიერი სასწავლო ცხოვრება და მუშაობა. ძალიან ბევრი კარგი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება სწორედ მასწავლებლების დიდი ძალისხმევით და მონდომებით ხდება. ტარდება თანამედროვე ინტეგრირებული გაკვეთილები, პრეზენტაციები სადღესასწაულო და პატრიოტული ღონისძიებები. მოსწავლეების ჩართულობის გარეშე ზემოაღნიშნულის გაკეთება შეუძლებელი და წარმოუდგენელი იქნება. წარმატებული მოსწავლეები გიმნაზიაში საკმაოდ გვყავს. ჩვენი კურსდამთავრებულების ძირითად ნაწილს სურს სწავლის გაგრძელება, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. 

ადევნებთ თუ არა „ეტალონის“ პროექტებს თვალს და რას ფიქრობთ მათ შესახებ? 

- რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით თქვენი პროექტის მრავალწლიან საქმიანობას. „ეტალონის“ სატელევიზიო პროექტი ძალიან საინტერესო იყო და ვისურვებდით მის განახლებას. ჩვენთვის „ეტალონში“ ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობა სასიხარულო და საამაყოა. სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონის დირექციის, მასწავლებლების და მოსწავლეების სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელს შემოქმედებით ჯგუფს ამ ნამდვილად საჭირო, საინტერესო და ქვეყნის მომავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და განვითარებას. 

- რა მოლოდინები გაქვთ Etaloni.ge-სთან დაკავშირებით?

- Etaloni.ge-სგან ჩვენ ველით საინტერესო და სახალისო აქტივობების შემოთავაზებას. ვფიქრობ, თქვენი დახმარებით შევძლებთ სხვა სკოლებთან დაახლოებას, მათი გამოცდილების გაზიარებას და ბევრი სიახლის გაგებას. თქვენ ხომ ერთ სივრცეში უამრავი სკოლა გააერთიანეთ, ეს მნიშვნელოვანია, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. საინტერესო იქნება სკოლების დამეგობრების და საერთო პროექტების ერთობლივად განხორციელების კუთხით განვითარებაც.

- ურჩევდით თუ არა სხვა სკოლებს ჩვენს პროექტში ჩართვას? 

- ყველა სკოლას, როგორც საჯაროს, ასევე კერძოს ვურჩევთ ჩაერთოს თქვენს პროექტში, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ვფიქრობ, ეს საინტერესო და სასიამოვნო იქნება. ჩვენ ვადევნებთ თვალს თქვენს საქმიანობას, მაგრამ ჩართულობა და თანამონაწილეობა უფრო მაღალი შედეგის მომცემია. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება