მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ ენას დიდი მონდომებითა და ინტერესით ეუფლებიან.
ისინი სხვადასხვა საინტერესო შეჯიბრსა და აქტივობაში ენთუზიაზმით მონაწილეობენ, სადაც აღნიშნული ენის ცოდნას წარმოაჩენენ.
ისინი, ამჯერად, სასკოლო ტურში - „შეჯიბრი სწრაფ კითხვაში“ მონაწილეობდნენ, რომელიც მცხეთის რაიონის იმ სკოლებში ჩატარდა, სადაც გერმანული ენა მეორე უცხო ენად ისწავლება.
გამარჯვებულმა მოსწავლეები რაიონულ ტურ-ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რომელიც 23 დეკემბერს ნიჩბისის საჯარო სკოლაში გაიმართა.
ღონისძიება გერმანულ საშობაო ტრადიციებს მიეძღვნა, სადაც ბავშვებმა გერმანული ლექსები, სიმღერები და პრეზენტაციები წარადგინეს.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სკოლის დირექტორები, საპატიო სტუმრები რაიონიდან და გოეთეს ინსტიტუტიდან, გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში ანა ბაკურაძე.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე
მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს
„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ
„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...