სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საახალწლო ლექსიკონი შექმნეს
29-12-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. ახალი წლისთვის მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან. პედაგოგები ბავშვებს განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით დატვირთულ დავალებებს სთავაზობენ.

მეორეკლასელებს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საყვარელმა მასწავლებელმა დაუვიწყარი დღე აჩუქა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების შეჯამება წარადგინეს, რომელიც ლამაზი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.

დავალების ფარგლებში, ბავშვებმა დაამუშავეს საახალწლო თემა - შექმნეს საახალწლო ლექსიკონი და სიტყვის ლამაზი ბარათებით მორთეს ნაძვის ხე.

„შემდეგ ნამუშევრები წარუდგინეს „სიტყვის კაცს“ და თავიანთი ცოდნა საახალწლო ვიქტორინით წარმოაჩინეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ასევე, გაიხსენეს საახალწლო თემაზე ნასწავლი ლექსები და მხიარულად, ცეკვა-სიმღერით დაასრულეს პრეზენტაცია. ეს დღე ემოციებით აღსავსე და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებს დამდეგ ახალ წელს დიდი სიყვარულით ულოცავენ.

„უამრავი ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი გაგითენდეთ ბავშვებო, ნინო მასწავლებელო!“ , - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ

თემა მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება