მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოგვიახლოვდა ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაული, რომელსაც ასაკისა თუ პროფესიის განურჩევლად, ყველა დიდი სიხარულითა და იმედებით ელის. ამ დღეს მეტ ზღაპრულობას სძენს თოვლის ბაბუა და რწმენა, რომ ერთ დღეს ის, ნაძვის ხესთან დატოვებულ წერილებს ნახავს, მთელი გულით ჩაფიქრებულ სურვილებს გაითვალისწინებს და ახალი წლის ღამეს, ჩვენს ყველა ოცნებას აასრულებს.
თოვლის ბაბუა - ვისთვის ლეგენდა, ვისთვის ბავშვური წარმოსახვა და ვისთვის რეალობა, თუმცა სკოლების დირექტორებმა ისევ ირწმუნეს მისი, Etaloni.ge-მ ხელმძღვანელები, ოცნებებში ამოგზაურა და რამდენიმე წამით ბავშვობაში დააბრუნა.
რას სთხოვდნენ თოვლის ბაბუას სკოლის დირექტორები ახალ, 2024 წელს? - კითხვას სკოლის ლიდერები პასუხობენ.
ლეილა დუმბაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელმაც ბავშვობის ოცნება აიხდინა და მშობლიურ კუთხეში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისს სკოლას ხელმძღვანელობს: „მოგეხსენებათ, ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც ყველა იმედის თვალით შეჰყურებს და ნატრობს, რომ მომავალი წელი მისთვის წარმატებული იყოს.
მე, როგორც დირექტორმა ბავშვობის ოცნება ავიხდინე - მშობლიურ კუთხეში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აგვიშენეს. ახლა, ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რათა მოსწავლეებსაც ისე შევაყვარო სკოლა, როგორც მე მიყვარს. ჩემი გულწრფელი სურვილია, მყავდეს ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩემი ნატვრა - განათლების მინისტრს ბატონ გიორგი ამილახვარს, ვუსურვებ რომ დარჩეს ისეთივე ოპერატიული, სასიხარულო ამბების მაცნე, განათლების სისტემაში დასაქმებულთათვის, ოცნება კი, მისი სტუმრობაა“, - აღნიშნავს ის.
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის, შუამთას საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი კი თოვლის ბაბუას სთხოვს ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სკოლის სრულად რეაბილიტაციას და მის აღიჭურვოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით - „ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც პატარა თუ დიდი მოუთმენლად ველით ახალი იმედებით, სურვილებით, მიზნებით. ჩემი როგორც ახლად არჩეული ხელმძღვანელის მთავარი სურვილი ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს იქნება სკოლის სრული რეაბილიტაცია, აღჭურვა მატერიალური და ტექნიკური ბაზებით. გარემონტებული სკოლა მოსწავლეებისთვის შექმნის სასიამოვნო სასწავლო გარემოს, რაც მნიშვნელოვნად აისახება მათ მოტივაციასა და წარმატებაზე. როგორც ერთ-ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე კი, ვუსურვებ მშვიდობიან, სიყვარულით, სიკეთით და ჯანმრთელობით სავსე 2024 წელს სრულიად მსოფლიოს. ყველა ბავშვი მშობლის მზრუნველობით და სიყვარულით იზრდებოდეს და მათ მთავარ საზრუნავს მხოლოდ განათლება წარმოადგენდეს“, - აღნიშნავს ხელმძღვანელი.
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლა დირექტორი მაია მესხია, ნატრობს, რომ 2024 წელს სკოლა ავტორიზებული იყო - „ამ ეტაპზე სკოლა ავტორიზაციას გადის და როგორც ხელმძღვანელი ვისურვებდი, რომ 2024 წელს ჩემი სკოლა ავტორიზებული იყოს. როგორც ადამიანი, პირველ რიგში ჯანმრთელობას, სიყვარულს, ურთიერთ გაგებას, პატივისცემას ვისურვებდი, რაც სამწუხაროდ, ძალიან გვაკლია“, - აღნიშნავს დირექტორი.
„ახალი წლისთვის, როგორც რეგიონის სკოლის ხელმძღვანელი, სოფლის სკოლებში მოსწავლეთა სიმრავლეს ვისურვებდი, სამწუხაროა, რომ სოფლები დაცლილია და სკოლებში ცოტა რაოდენობის მოსწავლე სწავლობს. პროფესიის მიღმა კი, პირველ რიგში მშვიდობას ვისურვებ! სრულად სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციასა და მშობლებს მივულოცავ დამდეგ შობა - ახალ წელს და ვუსურვებ პირად ცხოვრებაში, ოჯახებში და კარიერულ საქმიანობაში წარმატებას, წინსვლასა და კეთილდღეობას. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ბედნიერ წელი ყოფილიყოს, სიკეთე და წარმატება მოეტანოს ყველასთვის“, - ეს ოცნება კი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის დირექტორს - მაკა ჯინჭარაძეს ეკუთვნის.
მაია გველებიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის დირექტორია და როგორც მაღალმთიანი სოფლის სკოლის ლიდერი, მოსწავლეთა ზრდას ნატრობს: „პირველ რიგში, მშვიდობას ვისურვებდი! ჩვენ მაღალმთიან რეგიონში ვართ, სკოლაში ცოტა მოსწავლე სწავლობს, ჩემი დიდი ოცნება კი კონტინგენტის ზრდაა, ვისურვებ, რომ 2024 წელს მეტი მოსწავლე გვყავდეს სკოლაში და მოსწავლეებს ჰყავდეთ კლასელები. ძალიან კარგი კოლექტივი მყავს, ჩვენ არ ვზოგავთ თავს, 4 კილომეტრს ფეხით დავდივართ, რომ მოსწავლეებს გაკვეთილები ჩავუტაროთ, გვინდა, რომ მეტი ბავშვისა და მრავალი თაობის აღზრდა-განათლება შევძლოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლებული საზოგადოების ფორმირებაში“, - გვიამბოს ის.
„თოვლის ბაბუას, მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდას ვთხოვდი. სამწუხაროდ, ყოველ წელს, ყოველ სემესტრში გვაკლდებიან მოსწავლეები, საცხოვრებელი პირობებისა და სხვადასხვა პრობლემის გამო, მოსახლეობა გადადის ქალაქებში. ასევე ძალიან მინდა, მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, გვჭირდება პროფესიონალები, რომ სკოლამ თავისი საქმიანობა სრულყოფილად შეასრულოს“, - თოვლის ბაბუას, ასეთ წერილს კი, ფირუზ ვაშაყმაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი წერს.
„ეტალონის“ გუნდი კი ჩვენი მხრივ ვუერთდებით დირექტორების სურვილებს და ჩვენ თანამოაზრე სკოლებთან ერთად მთელ საქართველოს ვუსურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და სასიამოვნო სიახლეებით დატვირთულ წელს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები