მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა დოდო ცქვიტაიამ Etaloni.ge-სთან საუბარში მოსწავლეების ბრალდებებს უპასუხა.
სკოლის მოსწავლეების თქმით, დირექტორმა მათ ბოლო ზარის ჩატარებაში შეუშალა ხელი და საკლასო ოთახის კარი ბოქლომით ჩაუკეტა.
მათივე მტკიცებით, დირექტორმა დასჯის ეს მეთოდი იმიტომ გამოიყენა, რომ 24 აპრილის შემდეგ სკოლაში არ დადიოდნენ.
სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მას აღსაზრდელებისთვის ხელი არ შეუშლია და ვერ ხვდება კლასის დაკეტვა დასჯად რატომ ჩათვალეს:
- არ ვარ აგრესორი, მოძალადე, კორუმპირებული, არაპროფესიონალი დირექტორი, უბრალოდ არ მივიღე მონაწილეობა მათ ბოლო ზარში. ზოგადად, მათ წინასწარ არც ჰქონდათ ბოლო ზარი დაგეგმილი. არავისთვის ხელი არ შემიშლია, დილით ყველა კარი დაკეტილია, არ მაქვს უფლება გასაღები მქონდეს? ოთახი დავალაგებინე, არ მქონდა ინფორმაცია, რომ იქ რაიმეს აპირებდნენ, ოთახსაც არაფერი ეტყობოდა, ჩვეულებრივ როგორც არის ხოლმე სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ისეთი ოთახი დამხვდა. დამლაგებელს იმიტომ დავალაგებინე, რომ მეორე დღეს პრეტესტები იწყებოდა და პატარა ბავშვები იმ ოთახებში უნდა შემეყვანა. რატომ ჩათვალეს დასჯად, კარი ჩაკეტილი ხომ უნდა იყოს დილით. ჩატარდება მოკვლევა და ყველაფერი გაირკვევა.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას თქმით, მისმა უწყებამ საკითხის მოკვლევა დაიწყო:
„რა ხდება N5 სკოლაში ჯერ ვერ გეტყვით, რადგან მოკვლევა მიმდინარეობს. ერთი რამ ცხადია, ბავშვის დასასჯელად არანაირი მეთოდის გამოყენება არ არის მართებული“, - აღნიშნავს კახა ფარცვანია.
აღსანიშნავია, რომ მე-12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 24 აპრილიდან აღარ იანგარიშება. რაც იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, უფლება ჰქონდათ გაკვეთილებს აღარ დასწრებოდნენ და ე.წ. თავისუფალი დასწრებით ესარგებლათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა