მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სკოლების სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურებაც.
ცვლილების მიხედვით, „საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის“.
სკოლის ექიმისთვის განისაზღვრა 720, ხოლო სკოლის ექთნისთვის − 605 ლარი. აღსანიშნავია, რომ აქამდე სკოლის ექიმის ანაზღაურება 660 ლარი იყო, ხოლო ექთნის - 550.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით