სიახლეები
სკოლები

„ციკლი პროგრამირებაში“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3 კლასში სამოდელო-საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა 
03-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო, შემოქმედებითი და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.

მათ შორის, მე-3 კლასში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა თამთა გაჩეჩილაძემ, სამოდელო-საჩვენებელი გაკვეთილი - „ციკლი პროგრამირებაში“ ჩაატარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, ვიზუალური ბლოკების საშუალებით, მოსწავლეები პროგრამულ კოდს აგებენ და ასე თამაშ-თამაშით, სახალისო გარემოში, პროგრამირების ძალიან რთულ, საკმაოდ კომპლექსურ პრინციპებს სწავლობენ. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს სკოლის დირექტორი - ნინო ვარდოსანიძე და სკოლის ინფორმაციული მენეჯერი - მარიამ ივანიძე ესწრებოდნენ.

კლასის ხელმძღვანელი - ნათია ჟორჟოლიანი და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - თამთა გაჩეჩილაძე მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

„პროგრამირების სწავლა ჩვენს სკოლაში ძალიან საინტერესო ვიზუალური პროგრამირების პლატფორმების დახმარებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა გახლავთ code.org.
სწორად შერჩეული და მრავალფეროვანი რესურსის გამოყენებით, მასწავლებელმა ტრანსფერი მოახდინა ბუნებაში და ყოველდღიულ ცხოვრებაში არსებულ ციკლურ პროცესებთან, რამაც მოსწავლეებს გაუადვილათ ციკლის მნიშვნელობის გაგება-გააზრება და ხალისით შეასრულეს პრაქტიკული დავალებები.
ბოლოს, ქალბატონმა ნინომ დადებითად შეაფასა გაკვეთილი, მოსწავლეთა ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში და უსურვა მათ წარმატებები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ

თემა მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება