სიახლეები
სკოლები

„სამართალი და სამართლიანობა“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობა განხორციელდა
04-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ასეთი სასწავლო პროექტი იყო -  „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო“, რომლის ფარგლებში, სკოლაში დაგეგმილი აქტივობა თემაზე: „სამართალი და სამართლიანობა“ განხორციელდა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ მე-11ა კლასის მოსწავლეები. აღნიშნულ დისკუსიას უძღვებოდა ისტორიის პედაგოგი: ნინო ბანცაძე, კლასის ხელმძღვანელი კი ირინე ყურაშვილი გახლავთ.

„სამართალი რთული ფენომენია, ასევე რთულია სამართლიანობის, როგორც სამართლის თანმდევი პრინციპის ზუსტად განსაზღვრა, ადამიანებს გვჯერა, რომ სამართალი სამართლიანობის მისაღწევად შეიქმნა, რომ სამართალი უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობის კრიტერიუმებს, რომ სამართალი „სიკეთის ხელოვნებაა“, თუმცა რამდენი ადამიანიცაა საზოგადოებაში იმდენი განსხვავებული აზრი არსებობს. სწორედ ამიტომაა რთული აზრები და შეხედულებები დავამთხვიოთ ერთმანეთს. დისკუსიის მიზანიც ეს იყო: მოსწავლეებს გაეანალიზებინათ სამართლისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართება“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა: ელისაბედ გამთენაძემ, ანა გორდულაძემ, თამარ ბექელაძემ, ნინო ჯიმშელეიშვილმა, კლასში წარადგინეს მცირე პრეზენტაციები სამართლისა და სამართლიანობის არსზე, რის შემდგომაც გაიმართა დისკუსია.

„კითხვები იყო ძალიან საინტერესო, სააზროვნო და მოსწავლეს როგორც ინდივიდს წარმოაჩენდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა შეაფასეს გამონათქვამები: „არ ვეთანხმები ამ კანონს, მაგრამ ვემორჩილები, რადგან კანონია’’ , „როცა სინდისს ძინავს, დრაკონებს ღვიძავთ“, „დაე, აღსრულდეს სამართლიანობა და დაიღუპოს მთელი ქვეყანა“, „სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა ყაჩაღთა ბანდა“.

„მოსწავლეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, სამართლისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართება, კონფლიქტი მათ შორის, სამართალი როგორც უნივერსალური ღირებულება თუ ინდივიდუალური აღქმა, რამდენად დაშორდა ერთმანეთს სამართალი და სამართლიანობა, რა როლი აქვს სახელმწიფოს, პოლიტიკოსებს და საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენაში და საერთოდ რა არის სამართლისა და სამართლიანობის მიზანი“, - ამბობენ სკოლაში.

დისკუსიის შეჯამებისას, როგორც გვიყვებია, მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გამოიტანეს დასკვნა: სამართალი მხოლოდ სამართლიანობა არ არის, იგი თანასწორობაცაა, ადამიანის სწრაფვაა თანასწორობისკენ, სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება, სამართალმა ისე უნდა მოაწესრიგოს ადამიანთა ქცევა, რომ მოგება და ზარალი სამართლიანად გადანაწილდეს და საპირისპირო ინტერესები სამართლიანად ურთიერთშეჯერდეს, საზოგადოებაში წარმოშობილი პრობლემები სამართლიანად გადაწყდეს.

დისკუსიის მიმდინარეობას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო დისკუსიის მსვლელობაში, მან შეაჯამა ღონისძიება და მადლობა გადაუხადა დისკუსიის მონაწილეებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ

თემა მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება