მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
სკოლაში, საკმაოდ ნაყოფიერი იყო პირველი სასწავლო სემესტრი, საინტერესო გაკვეთილებითა თუ ღონისძიებებით გაჯერებული, მათ შორისაა მე-3ბ კლასში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი.
საჩვენებელი გაკვეთილი, 21 ნოემბერს, საგან ბუნებაში, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნათია ჟორჟოლიანმა ჩაატარა, თემა კი - „ფოთოლი“, გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე.
მოსწავლეები გაეცნენ ფოთლის სტრუქტურას, დაახარისხეს მარტივი და რთული ფოთლები, ფერადი ფოთლებით ააწყვეს აპლიკაციები და შეასრულეს შემაჯამებელი ქვიზები.
მასწავლებელმა სწორად შერჩეული, ფერადი რესურსებით მოსწავლეებს მარტივი ენით მიაწოდა ახალი მასალა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს შესასწავლი თემის უკეთ გაგება-გააზრებაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა მიმდინარე გაკვეთილი და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე
მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს
„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ
„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...