სიახლეები
სკოლები

„რემედიაცია“ - სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის - ლამზირა ოსეფაშვილის საინტერესო სტატია
08-01-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუმავენ და მიისწრაფიან პროფესიული განვითარებისკენ. სწორედ ასეთი პედაგოგია ისტორიის მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი. 

პედაგოგი ცდილობს არ ჩამორჩეს სიახლეებს და მუდმივად იყოს ძიებაში, ამის დასტური კი, მისი საინტერესო სტატია, რომელიც რემედიაციას ეხება. 

პედაგოგი სტატიაში აღწერს რემედიაციას, როგორც სწავლა-სწავლების ერთ-ერთ უნიკალურ მეთოდს, განსაზღვრავს მის მიზნებს, აზუსტებს მეთოდის გამოყენების სტრატეგიებსა და საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე, რაც სასწავლო პეროცესს გააუმჯობესებს. 

გიზიარებთ სტატიას უცვლელად: 

                                                                                         რემედიაცია

რემედიაცია სწავლა-სწავლების ერთ-ერთი უნიკალური მეთოდია, რომელიც ითვალისწინებს აქტივობების საშუალებით პრობლემების შემცირებას ან გადაჭრას. როდესაც მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლე ვერ გადის ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევ შედეგებზე, ასეთ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია დროულად შეამჩნიოს და იფიქროს დამატებით მხარდაჭერის მექანიზმებზე. რაც უფრო ადრე შეამჩნებს მასწავლებელი, მით უფრო მალე აღმოფხვრის მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სწორედ, რემედიაციის პროგრამა აძლევს მასწავლებელს საშუალებას მოსწავლე გაიყვანოს შედეგზე. ეს უნდა მოხდეს დაწყებითი კლასიდან, გამოწვევბზე
დროულ იდენტიფიცირებას ახდენს და იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრაზე იწყებს მუშაობას. ამ ღონისძიებების შემდგომ მოსწავლეს ექნება მიკუთვნებულობის განცდა და იზოლირებულად არ იგრძობს თავს, აუმაღლდება თვითშეფასება, გახდება თავდაჯერებული, რომელიც:

  • სტრესის შემცირებას შეუწყობს ხელს;
  • გააკონტროლებს ბრაზს, ისწავლის საკუთარი თავის მართვას;
  • გახდება კომუნიკაბელური;
  • უკეთ გაუმკლავდება პრობლემებს;
  • გაუმჯობესდება სოციალური ურთიერთობები;
  • დაიცავს საკუთარ ინტერესებს;
  • მოუსმენს სხვებს და მოუსმენენ მას.
პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რემედიატორ მასწავლებელმა უნდა ითანამშრომლოს კლასის ხელმძღვანელთან, საგნობრივ კათედრასთან, ადმინისტრაციასთან. თუ მოსწავლე გაკვეთილზე ჩამორჩა სწავლას და ვერ დასძლია ეროვნული სასწავლო გეგმით მოცემული მინიმალური სტანდარტები, უნდა გაუმარტივდეს მასალა, სხვადასხვა რესურსებით, თვალსაჩინოებებით, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ინტერესები და შესაძლებლობები. კარგია აღმავალი და დაღმავალი შეფასების გამოყენება. სხვა მოსწავლემ შესაძლებელია თხრობით მოახერხოს ტექსტიდან ამბის გადმოცემა, ამ კონკრეტულ მოსწავლემ კი დახატოს, ან ერთი წინადადება დაწეროს მთავარი აზრის გამოსახატავად. თუ ეს მასალაც დაუძლევლი იყო მისთვის, საჭიროა კიდევ გამარტივება, რამდენიმე მცდელობა და ა. შ. სარემედიაციო პროგრამის დახმარება მაშინ არის საჭირო, როცა დიფერენცირებული მიდგომებით ვერ ხერხდება საბაზისო აკადემიური უნარების განვითარება, ყოველივე ამის შემდეგ შეირჩევა ინდივიდუალური მოსწავლე თუ მცირე ჯგუფი, რომელთანაც საჭირო იქნება დამატებითი მუშაობა.

  • სამიზნე ჯგუფი გამოვლინდება ტესტირებაზე, დამრიგებებლისა და საგნის მასწავლებლის შეფასებაზე დაყრდნობით;
  • გულისხმობს პროგრამით გათვალისწინებულ, არასრულყოფილად ნასწავლ, გამოტოვებულ კომპონენტთან მიბრუნებასა და ახლებურად სწავლებას იდენტიფიცირებული მოსწავლისთვის;
  • შესაძლებელია მიმდინარეობდეს, როგორც საგაკვეთილო პროცესზე, ასევე საგაკვეთოლო პროცესის გარეთ, დამატებითი მეცადინეობის სახით, ფიზიკური თუ ონლაინ სწავლების დროს;
  • სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან შემდეგ;
  • სასურველია გაცდენები არ იყოს;
  • მოიცავს შეხვედრებს კვირაში 2 ჯერ ან 3 ჯერ;
  • ჩართულია: მშობელი, ოჯახი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
პროგრამა ავთარებს ბაზისურ აკადემიურ უნარებს.

  • ხდება მოსწავლეთა სკრინინგი, ანალიზი;
  • მშობლების ჩართულობა, ნებართვა სარემედიაციო პროგრამის ჩართვაში;
  • დგება სარემედიაციო პროგრამა;
  • იგეგმება სარემედიაციო გაკვეთილების ჩატარება;
  • მასწავლებელი უნდა გაესაუბროს ინდივიდუალურად მოსწავლეს, გაიგოს როგორი აქვს დამოკიდებულება საგნისადმი, მოახდინოს შედეგების ანალიზი;
  • გააკეთოს მოსწავლის მოსწრების ანალიზი სხვადასხვა საგნებში;
  • მოახდინოს პროგრესის მონიტორინგი, შუალედური შეფასება;
  • მოახდინოს შემაჯამებელი შეფასება.
ჩატარებული კვლევის შედეგად განისაზღვრება მოსწავლის სარემედიაციო პროფილი და საჭიროება. სკრინინგის ტესტის შედეგების მონაცემების საფუძველზე დგინდება ვის სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა, კონკრეტული მოსწავლისთვის იქმნება პორტფოლიო, სადაც შეინახება მოსწავლის ნაშრომები, ჩანაწერები, დეტალური მონაცემები, სწორი პასუხების რაოდენობა. დეტალური მონაცემები აადვილებს ეფექტური გაკვეთილების დაგეგმვას. დამხმარე ან თავისივე მასწავლებელი უტარებს კონკრეტულ უნარის გავარჯიშებაზე ორიენტირებულ აქტივობებს დამატებითი გაკვეთილის სახით, არასაგაკვეთილო დროს. გამოსადეგია სმარტ მიზნები: კონკრეტული,
მიღწევადი, გაზომვადი, რელევანტური, დროში განსაზღვრული. თუ დგინდება მოსწავლეს კითხვაში აქვს პრობლემა, გამოვყოფთ უშუალოდ რა პროლემა აქვს ბავშვს.სარემედიაციო პროგრამის მიზანია მაგალითად, პრობლემურმა მკითხველმა შეძლოს სიტყვის დეკოდირება, სწრაფად ცნობა, გაწაფული კითხვა, საუკეთესო აქტივობები, რომლის გამოყენებაც შეიძლება, არის:
  • ფონოლოგიური სავარჯიშოები;
  • „სიტყვის შეტევა“;
  • მკითხველთა თეატრი;
  • მართული კითხვის აქტივობა;
  • ნაცნობი ტექსტის განმეორებითი კითხვა.
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაა პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ცხოვრებისეული მაგალითების საშუალებით დადებითად იმოქმედებს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე. წლის განმავლობაში ინტენსიურად უნდა ხდებოდეს მისი მიღწევების კვლევა; მის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე სასწავლო ამოცანების მორგება. სკოლაში ურთიერთობათა სისტემა უნდა ემყარებოდეს ზრუნვასა და მხარდაჭერას.

                                     ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ

თემა მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება