სიახლეები
სკოლები

„ყვავილების და ალმასების საუკუნე“ - შთამბეჭდავი კოსტიუმირებული ღონისძიება ხონის N2 საჯარო სკოლაში
08-01-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. წორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ხელოვნების მასწავლებელმა - ია კინწურაშვილმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავის საყვარელ VI კლასის მოსწავლეებთან ერთად, სკოლაში, ულამაზესი თეატრალიზებული, შემეცნებითი, შემოქმედებითი, კოსტიუმირებული პროექტი „ყვავილების და ალმასების საუკუნე“ წარადგინა.

„ბავშვებმა გვამოგზაურეს ბაროკოსა და როკოკოს ეპოქის გართობის და ფუფუნების მოყვარულ სამეფო კარზე. მათ გააცოცხლეს მე-18 საუკუნის საფრანგეთის ცნობილი პერსონაჟები კინოფილმებიდან - ჰყავდათ მეფე და დედოფალი, დარტანიანი, კარდინალი, მუშკეტერები და ტრევილი, მინისტრი, ვეზირები, მილედი და გრაფინიები. აგრეთვე, სამეფო კარის მცველიც“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ღონისძიებაზე შთამბეჭდავად წარადგინეს ასევე, მხატვრის - ანტუან ვატოს პერსონაჟი და მისი შეგირდი, რომელმაც ადგილზე დაასრულა წინაწარ მომზადებული ესკიზი.

პროექტი იყო საინფორმაციო ხასიათის - მოსწავლეებმა სკოლაში, პედაგოგ თამარ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია წარადგინეს.

ღონისძიების კულმინაცია იყო სამეფო მეჯლისი და ულამაზესი წყვილის - უფლისწულის და კონკიას ცეკვა, რომელთა ქორეოგრაფი ელენე დვალიშვილი გახლავთ.

სკოლაში, ისმოდა ლამაზი ქართული ჰანგები (პედაგოგი ფიქრია სულაბერიძე).

„წარმოდგენას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა სამეფო კარის მოახლემ (მშობელი-იზა გეთია) და ულამაზესმა პატარებმა“, - ამბობენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების გაფორმებაზე იზრუნეს სკოლის „საუკეთესო მშობლებმა“ და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც, სპეციალურად ამ დღისთვის, მოამზადეს „მაკნატუნა“.

ეს დღე დაუვიწყარი და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ

თემა მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება