მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა, მათ შორის ბავშვებში, მკვეთრად მოიმატა; საკმაოდ გადატვირთულია კლინიკები და როგორც ინფექციონისტები აცხადებენ, ეს პიკი არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,ა რც პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან ამ სეზონისთვის დამახასიათებელია ვირუსული ინფექციების გახშირება.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ამ ეტაპზე, ავადობის შემთხვევების 27 პროცენტი იყო გამოწვეული გრიპით:
„პაციენტების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა მკვეთრად - არა; სამაგიეროდ სტრუქტურაშია შეცვლილი სასუნთქი სისტემის დაავადებების ხვედრითი წილი, მათ შორის ბევრია ფილტვის ანთების შემთხვევა და ეს მდგომარეობა საქართველოში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ხოლო მაი ზალდასტანიშვილმა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დომინირებს A ტიპის ვირუსი და ასევე ადენოვირუსი, რომელსაც ახასიათებს მაღალი ცხელება და ინტოქსიკაციის დამახასიათებელი ნიშნები:
„ეს არ არის პიკი - ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს სასწავლო პროცესის აღდგენასთან ერთად... იანვრის ბოლოს მთელი მსოფლიო ელოდება შემთხვევების მატება, ამიტომ რეკომენდაციაა: არ უნდა დაგვავიწყდეს ხელის ხშირი დაბანა, ოთახის განიავება და ნიღბის ტარება“.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ