სიახლეები
სკოლები

„სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მეთოდი სწავლების უნივერსალური დიზაინი“- სავანეთის სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი მორიგ საინტერესო სტატიას გვიზიარებს
08-01-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის გამორჩეულ პედაგოგებს შორის არის ისტორიის მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებისა და განვითარებისკენ მიისწრაფვის. 

მისთვის მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებისთვის ახალი გზების პოვნა, თავის გამოცდილებას კი, კოლეგებს ყოველთვის სიამოვნებით უზიარებს. 

ამჯერად, პედაგოგი გვაცნობს სტატიას, სახელწოდებით - „სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მეთოდი სწავლების უნივერსალური დიზაინი“, სადაც მოსწავლლეებისთვის თანაბარი პირობების შექმნაზე, ახალ მიდგომებსა და მეთოდის შედეგებზე საუბრობს.

გიზიარებთ სტატიას უცვლელად. 

                                                                 სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მეთოდი სწავლების
                                                                                      უნივერსალური დიზაინი

სწავლების უნივერსალური დიზაინი იმგვარი ხედვაა, რომელიც ქმნის ყველა მოსწავლის თანაბარ პირობას. სასწავლო პროცესში.დადებითი შედეგების მომტანია ყველასთვის და არა მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისთვის. როცა მასწავლებელი მოსწავლეებს მრავალფეროვან მასალებს სთავაზობს, მოსწავლეებს გამოხატვის მრავალფეროვანი გზა აქვთ, ხელმისაწვდომობა, მიღწევა და ჩართულობა მეტია, ასეთი ტიპის გაკვეთილი საინტერესოა, მამოტივირებელია. უნივერსალური დიზაინი ეფუძნება 3 პრინციპს:
  • სასწავლო მასალის მრავალნად მიწოდების, რეპრეზენტაციის უზრუნველყოფა;
  • გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებების უზრუნველყოფა;
  • საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის, მოტივირების უზრუნველყოფა.
უნივერსალური დიზაინით სწავლების დროს ხდება მოსწავლეთა აღქმის თავისებურებების გათვალისწინება, მეტი დროის მიცემა დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლისთვის. მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლეთა ინფორმაციის აღქმის თავისებურებებს. თუ კლასში სწავლობს უსინათლო მოსწავლე, მასწავლებელს კი მასალა წარმოდგენილი აქვს ეკრანზე, ეს მასალა მიუწვდომელი იქნება მოსწავლისთვის. სწავლასთან დაკავშირებული სირთულის დროს ვიზუალური არხი წამყვანია: კომიოქსი, ნახატი, ცხრილი, ნაწერი, ტექსტის კავშირი მედია საშუალებეთან. სივრცე თავისუფალი უნდა იყოს ზედმეტი ნივთებისგან, ავეჯი მყარად უნდა
იდგეს, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეს უნდა შეეძლოს ბილიოთეკით სარგებლობა, წიგნების ჩამოღება. მასწავლებელმა უნდა შეძლოს: მოსწავლის ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინება, კერძოდ;

  • ტექსტის შრიფტის გადიდება მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლისათვის;
  • ხმის გაძლიერება სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის;
  • მრავალჯერადი გამეორება მეხსიერების დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის: მეტი დროის მიცემა დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის;
  • ბრაილის შრიფტის გამოყენება უსინათლო მოსწავლეებისთვის;
  • ნარჩენი სმენის დროს ხმამაღლა სიტყვების წარმოთქმა, პირის აპარატის გაძლიერება, ტუჩების მოძრაობა.
ყველა მოსწავლისთვის ინფორმაცია უნდა იყოს აღქმადი, ვერბალური/სიტყვიერი ინსტრუქცია, ვიზუალური ინსტრუცია ნახატი, ფოტო, გრაფიკა, ასევე ტაქტილური: რეალური ოიექტები, რელიეფური გამოსახულება, მანიპულაციის შესაძლებლობა. ინგტელექტუალური ან მეტყველების დარღვევის დროს კარგია სპეციალური ბარათების, სურათ-ხატებით სწავლება, რაც მოსწავლეებს აზრის გამოხატვაში დაეხმარება. ყურადღების კონცენტრაციის დროს, როცა ბეჭდავს მოსწავლე კომპიუტერზე, ლეიკოპლასტილინით დავაკრათ არასაჭირო ღილაკეი, ფერები ასობის სხვადასხვა ფონით გამოვყოთ. უნივერსალური დიზაინით სწავლების მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ტიპის მოსწავლეს ერგება, უმჯობესდება სწავლის მხარისხი, მოსწავლე ხდება თავდაჯერებული, აქვს მეტი მიკუთვნებულობის განცდა და სასაწავლო პროცესის თანამონაწილეა.

იხილეთ ფოტოები:  


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ

თემა მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება