TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„აღმზრდელთა დაბალი კვალიფიკაციის გამო ბაღებში ბავშვები ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტის მოთხოვნებს“ - რა შეიცვლება სკოლამდელ დაწესებულებებში 2024 წლიდან
09-01-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტად სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სახელდება.

დოკუმენტის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 63 საბავშო ბაღი - 18  ქალაქში, ხოლო 45 - სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დასაქმებულია 996 თანამშრომელი, მათ შორის 165 აღმზრდელი და 274 - შემცვლელ მასწავლებელი.

„ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამის (მეთოდოლოგიის) დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება“, - ნათქვამია დადგენილებაში; სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა; „საბავშვო ბაღებში სწავლების ხარისხის და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და მთავრობის სხვადასხვა დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად.

სტანდარტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება.

ადგილობრივ საბავშვო ბაღებში კი სწავლების ხარისხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელები ვერ აკმაყოფილებენ  სტანდარტს, რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული. სწავლების ხარისხის გაზრდა და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდება სკოლამდელი აღზრდის განვითარების პროგრამით. პროგრამა მოიცავს: არსებული მდგომარეობის შესწავლასა და გაანალიზებას; საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის მაღალი სტანდარტის ტრენინგ-კურსების მომსახურების შესყიდვას და სხვა ღონისძიებებს“. 

ზუგდიდის 2024 წლის ბიუჯეტშია ასევე აღნიშნულია, რომ ბაღებში შეიქმნება სტანდარტის შესაბამისი მენიუ, სამზარეულოები და საწყობებიც შესაბამისად მოეწყობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება