მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2024 წელს დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით შეხვდნენ.
სკოლაში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. ზეიმი დატვირთული იყო მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით, რომლებიც მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. მათ იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
საკლასო ოთახი ასევე საახალწლო დეკორაციებით მოირთო, რამაც იქ მყოფ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
ეს დღე საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
სკოლაში შობა-ახალ წელს ყველას დიდი სიყვარულით ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე
მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს
„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ
„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...