სიახლეები
სიახლეები

„ზოგ სკოლაში მასწავლებლების შეფასება უსამართლოდ მოხდა“ - კვლევა
13-01-2024
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასების კვლევაში საუბარია იმ უფლება-მოვალეობებზე, რომლებიც უშუალოდ სკოლას გააჩნია.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, შეფასების პროცედურებს, შეფასების ინსტრუმენტებს, აფასებს მასწავლებელს და ანიჭებს სტატუსს. საქართველო, სკოლასა და სახელმწიფო მარეგულირებელს შორის უფლებამოსილებების გადანაწილების თვალსაზრისით, ყველაზე ცენტრალიზებულია ევროპის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორის.

„დღეისთვის მოქმედი სქემის მიხედვით, სკოლის როლი მასწავლებლის მიერ გაკეთებული წარდგინების დადასტურებით შემოიფარგლება. ანუ, დირექტორს შეუძლია აირჩიოს, დაადასტუროს თუ არა მასწავლებლის მიერ გაკეთებული წარდგინება. თუმცა, სქემის შემოღების პირველ ეტაპზე, მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას სკოლა იღებდა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლი შემთხვევითი წესით შერჩეულ სკოლებში ამ პროცედურების შეფასება იყო. თუმცა, იმ ეტაპზე სტატუსი ხელფასის მატებასთან არ იყო დაკავშირებული. 2015 წლიდან, სქემის კარიერული წინსვლის მექანიზმებისა და მასთან დაკავშირებული სახელფასო მატების პირობების შემოღების შემდეგ, სკოლას დაევალა სკოლის ფასილიტატორთა ჯგუფის შექმნა. ეს ჯგუფი იყო პასუხისმგებელი გაკვეთილზე შიდა დაკვირვების წარმოებაზე და მასწავლებლის მიერ შექმნილი მტკიცებულებების (მაგალითად, პრაქტიკის კვლევა) შეფასებაზე. თუმცა, ფასილიტატორების მომზადებაზე გაწეული ძალისხმევა სუსტი იყო. მაგალითად, პრაქტიკის კვლევის შეფასებაში მომზადების მიზნით, ფასილიტატორებს 2 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ეს იმ პირობებში, როცა პრაქტიკის კვლევა სამაგისტრო საფეხურზე ერთი სემესტრის განმავლობაში (და კვლევის ზოგადი მეთოდების კურსის გავლის შემდეგ) ისწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდა ამისა, უშუალოდ ცენტრს მასწავლებლებისთვისაც არ ჩაუტარებია ტრენინგი პრაქტიკის კვლევაში. სკოლებმა შედარებით უკეთ გაართვეს თავი გაკვეთილზე შიდა დაკვირვებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევაში ასევე საუბარია იმაზე, რომ შიდა დაკვირვების ფუნქციის სკოლისთვის მინიჭებამ და, ამავდროულად, გარე საგაკვეთილო დაკვირვების წარმატებით გავლის სტატუსის მოპოვების პირობად ასახვამ სკოლის დირექტორებს მისცა შესაძლებლობა, მასწავლებლების ძალისხმევა გაკვეთილის ეფექტიანობის გაზრდაზე მიემართათ. თუმცა, ასეთი შედეგი ყველა სკოლაში არ დამდგარა. ზოგიერთ სკოლაში შიდა შეფასების როლის სკოლისთვის მინიჭება გამოიხატა მასწავლებლების უსამართლოდ შეფასებაში, რამაც ამ მიდგომის დისკრედიტაცია გამოიწვია. შესაბამისად, სკოლებისთვის შეფასების უფლებების დელეგირების მიმართ დამოკიდებულება არ არის ერთგვაროვანი. სკოლებისთვის მასწავლებლის შეფასების გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირების მომხრეების არგუმენტები ორ თემად ერთიანდება. ესენია შეფასების ვალიდობა, რომელიც მასწავლებლის შეფასების ვალიდობის ნაწილში უკვე განვიხილეთ და გულისხმობს, რომ მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის პორტფოლიოში წარმოდგენილი ფრაგმენტული აქტივობებით ვერ უზრუნველყოფს ვალიდურ შეფასებას, რადგან არ აჩვენებს, რამდენად რეგულარულად ეწევა ეს მასწავლებელი ამ საქმიანობას და რამდენად აქვს მზაობა, მომავალში გააგრძელოს წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება. მეორე არგუმენტი უკავშირდება მასწავლებლის სკოლისადმი ანგარიშვალდებულების დასუსტებას. მასწავლებლის სკოლისადმი ანგარიშვალდებულების დასუსტებაში დირექტორები გულისხმობენ, რომ როცა მასწავლებელს არ აფასებს სკოლა, ის აღარ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად სკოლის ადმინისტრაციის მიმართ. ეს აისახება იმაზე, თუ რა ძალისხმევას დებს მასწავლებელი სკოლის განვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება