მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელ/ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა, სადაც დეტალურადაა გაწერილი, რა ვალდებულებები აქვთ თანამშრომლებს ბავშვებისა და ერთმანეთის წინაშე.
დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ დასაქმებულმა კადრებმა უნდა იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე:
1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით.
2. პერსონალი თვითრეფლექსურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ, კრიტიკულად გადაამუშავებს საკუთარ გამოცდილებას, ახდენს საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზს.
3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა.
4. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად.
5. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა, - ეს არის 5 მოთხოვნა, რომელსაც ახალი სტანდარტი აღმზრდელებსა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებს უყენებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობს დაწესებულებაში შესაბამის პოზიციაზე.
„მოქმედ ადმინისტრაციულ და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალს სავალდებულოდ განესაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გადამზადება“, - ნათქვამია ახალ სტანდარტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ