სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კინოხელოვნებას ეცნობიან
10-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებას, მათ შორის კინოხელოვნების მიმართ დამოკიდებულების ფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სკოლაში წარმატებით ხორციელდება პროექტი „კინო სკოლაში“ . პროექტის ფარგლებში პირველი სემესტრის მანძილზე მოსწავლეები არაერთ კინოკლასიკას გაეცნენ. 

4 დეკემბერს, პროექტის ფარგლებში მოეწყო კინოჩვენება, რომელსაც უძღვებოდა კინომისიონერი ტარიელ დათიაშვილი.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ნახეს თენგიზ აბულაძის ფილმი - „სხვისი შვილები”.

მხატვრული ფილმი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1958 წელს გადაიღეს. ის რეალური ამბის, საგაზეთო სტატიის საფუძველზე შეიქმნა. „სხვისი შვილები” მარტოხელა მამისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხოვრებას გვიჩვენებს.

ფილმმა 1965 წელს იტალიაში, პორტა-ტერმოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო, “ვერცხლის ნეადა”.

კინოჩვენება საინტერესოდ წარიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა იმსჯელეს მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ. დაფიქრდნენ უფლებებზე, მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე, რომელიც აკისრია მშობლებს შვილებისადმი და შვილებს მშობლებისადმი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება