მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. 2023 წლის გამარჯვებულები არიან:
წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური პრიზები დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და ისრაელის საელჩომ საქართველოში.
გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და ისრაელის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები, ათასწლეულის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება