სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული ქართული ენის გაკვეთილი 
11-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მხრივ გამორჩეული და საზეიმო იყო წინასაახალწლო დღეები. 

6 დეკემბერს, I კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. საკლასო ოთახში საახალწლო განწყობა იგრძნობოდა და მოსწავლეებიც თავიდანვე ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.

მასწავლებელმა შეაჯამა განვლილი მასალა. ბავშვებმა უპასუხეს გამოწვევის ფაზაზე დასმულ კითხვებს, ინდივიდუალურად, წყვილებში და გუნდურად წაიკითხეს ტექსტი.

გაიხსენეს შესწავლილ ასო-ბგერასთან დაკავშირებული ლექსი და ანდაზა, სახელმძღვანელოში მოცემული ნახატების მიხედვით შეადგინეს წინადადებები და დაახასიათეს პერსონაჟი.

მხიარული, განსატვირთი აქტივობის შემდეგ, მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო „ზ“ და „ო“ ასო-ბგერები. წაუკითხა ნესტან კუპრავას მოთხრობა „ჰყავს“. მოსწავლეებმა მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე გაიაზრეს, რომ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ მარტონი არ ვართ დედამიწაზე.

დასასრულს პედაგოგმა განმავითარებელი კომენტარით შეაფასა ბავშვები.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ

თემა მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება