სიახლეები
სკოლები

ნოღის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა საინტერესო კომპლექსური ღონისძიებით შეაჯამეს
12-01-2024
-
+


აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

სასწავლო წლის პირველი სემესტრი სკოლაში წარმატებული, ნაყოფიერი და საინტერესო გაკვეთილებით იყო გაჯერებული. 

მათ შორის აღსანიშნავია, 28 დეკემბერს, მე-5 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული, კომპლექსური შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიებას მასწავლებელი მაია ლორია ხელმძღვანელობდა. 

როგორც პედაგოგი გვიყვება, კლასში ნიჭიერი და ინტერესიანი მოსწავლეები არიან. მათ კარგად აითვისეს პირველი სემესტრის პროგრამა.

რათა მოსწავლეები დაინტერესებულიყვნენ და კარგად გადაემეორებინათ შესწავლილი მასალა, პედაგოგმა გადაწყვიტა კონკურსის სახით შეემოწმებინა მათი ცოდნა. მოსწავლეები გააფრთხილა, რომ შეკითხვები მათი საპროგრამო მასალიდან იქნებოდა.

ბავშვები დაინტერესდნენ და მონდომებით იმუშავეს დამოუკიდებლად. პედაგოგმა კი, მათთვის საინტერესო პროგრამა შეადგინა. 

ღონისძიებაზე კი, პირველად კონკურსი - „ყველაზე ჭკვიანი“, მოეწყო.

პედაგოგმა, თითოეულ მოსწავლეს კითხვები დაუსვა, მათ კი, ამომწურავი პასუხები გასცეს  და თავიანთი ცოდნა გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის კლასს გადაეცა სერტიფიკატი. როგორც პედაგოგი გვიყვება განსაკუთრებით გამოირჩა 2 მოსწავლე: ანა-მარია ძნელაძე და ბარბარე გრიგოლია. მათ ინდივიდუალურად გადავეცი სერტიფიკატები.

მოსწავლეებმა, ასევ შეისწავლეს აკაკი წერეთლის ნაწარმოები - „ჩემი თავგადასავალი“, იმისთვის, რომ ბავშვებს უფრო კარგად გაეცნოთ დიდებული მგოსანი, მასწავლებელმა საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც გაჯერებული იყო მწერლის ცხოვრებიდან საინტერესო სურათებით.

აღსანიშნავია, რომ ასევე პედაგოგმა გააშუქა საინტერესო ნაწყვეტები კინო-ფილმიდან - „აკაკის აკვანი“. 

პედაგოგი მოხარულია, რომ ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა მწერლის ხმა მოესმინათ - „ჩვენდა საბედნიეროდ, ისტორიამ შემოგვინახა აკაკის ხმა. მგოსანი საოცრად კითხულობს ლექსს - „განთიადი“, - აღნიშნავს მასწავლებელი. 

ბავშვებმა მოისმინეს აკაკის მიერ წაკითხული საკუთარი ლექსი. პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო, რომ აკაკი ხალხის უსაყვარლესი პიროვნება იყო. მან 1812 წელს იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში, რომელზეც გადაიღეს პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

როგორც პედაგოგი გვიყვება, ღონისძიება წარმოადგენდა არა მხოლოდ პირველი სემესტრის შეჯამებას, არამედ ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდა.

„მოსწავლეებს გადავეცი ტკბილეული, რომლითაც საახალწლოდ სკოლამ დაასაჩუქრა“,- გვეუბნება მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტო, ვიდეო და პრეზენტაცია



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება