მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რის ხარჯზე გვინდა განათლება ჩვენ... ჩვენს შვილებს ვზრდით ასე - თუ გინდა იყო კონკურენტურნარიანი, წარმატებული, უნდა ისწავლო ყველაფერი, ისწავლო ინგლისური, კიდევ მეორე ენა... მეორე კლასიდან ორ ენას ასწავლიან ბავშვებს სკოლებში... არ ვიცი, ამას რა ჰქვია, არადა, ცოტა ხანში, ხელოვნური ინტელექტის გადამკიდე, თარჯიმნები აღარ დაგვჭირდება“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, უფროსებს გვსურს, ბავშვები გავწვრთნათ წარმატებაზე და „ის განცდა, რომ ვარ რეალიზებული, მე ვარ „მე“, უფასურდება; ნახეთ, რა არის შედეგები - პატარა შენიშვნას ვეღარ იტანს ადამიანი“.
თამარ გაგოშიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოზარდებში წერა-კითხვის პრობლემას არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის კი ერთ-ერთია, როდესაც მშობელს სურს „გადააკეთოს“ შვილი: „გვეჩვენება, რომ შეგვიძლია ადამიანების გადაკეთება, მაგრამ ამას ვერ მოვახერხებთ ვარდს მიხაკად (ან პირიქით) ვერ გადავაკეთებთ, უბრალოდ უნდა მოვრწყათ, რომ გაიხაროს და ბავშვებს ასე რატომ არ ვექცევით?!
ჩვენ გვინდა, გავზარდოთ ის, ვინც გვინდა - ესაა პრობლემა; სკოლაც და საბავშვო ბაღიც ორი პარამეტრით იზომება - ბავშვების ჩართულობითა და თანამონაწილეობით; წყნარი ბავშვი კომფორტულია მასწავლებლისთვის, მაგრამ მას შიგნით რა აქვს, ჩვენ არ ვიცით.
როცა ინკლუზიურ განათლებაზე ვსაუბრობთ, ის არ ეხება მხოლოდ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს - ინკლუზია ყველას ჩართვაა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესში.
სამწუხაროდ, მასწავლებლები ორიენტირებულნი არიან საუკეთესო და არა საშუალო მიღწევების მქონე მოსწავლეებზე, ფინური სკოლა კი იმიტომაა მოსწონი, რომ სწორედ საშუალო მიღწევების მქონე ბავშვებს უთმობენ დიდ ყურადღებას“, - დასძინა გაგოშიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ