მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
მათ შორის, აღსანიშნავია ეკოკლუბ „21-ე საუკუნის“ წევრების და მათი ხელმძღვანელის, ქიმიის მასწავლებლის, ცისანა ქოქოსაძის საინტერესო ინიციატივა - „არა პიროტექნიკას“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პიროტექნიკის მავნებლობაზე ნახატი წარმოადგინა X კლასის მოსწავლემ, გიორგი ყიფიანმა, ხოლო პრეზენტაციაზე VIIIა კლასის მოსწავლემ, საბა ქასრაშვილმა ისაუბრა პიროტექნიკის გამოყენების უარყოფით მხარეებზე.
მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პიროტექნიკით შექმნილი ლამაზი სანახაობა, შესაძლოა ზოგიერთისთვის უბედურებად იქცეს. შედეგად, მსმენელებმა, ეკოკლუბის წევრებთან ერთად მიიღეს, გადაწყვეტილება - „არა პიროტექნიკას“.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით
კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან