მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აშშ-ს კონგრესში, შეტანილია კანონპროექტი ხელოვნური ინტელექტის სფეროში წიგნიერების ამაღლების შესახებ - AI Literacy Act.
დოკუმენტში საუბარია, ხელოვნური ინტელექტის შესახებ განათლების საჭიროებაზე, მათ შორის, უკვე არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. კონგრესისთვის შეთავაზებულია სკოლებსა და უნივერისიტეტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრინციპებისა და ასეთი ტექნოლოგიების მოხმარების ამოცნობის სწავლება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მეცნიერებისთვის, აშშ-ს ინფრასტუქტურისა და ეკონომიკისთვის, მაგრამ ბევრ ამერიკელს არ ესმის მისი გამოყენების მასშტაბები, ასევე - მისი პოტენციური სარგებელი და ზიანი.
კანონპროექტის ავტორები, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები, თვლიან, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა შეეხება აშშ-ს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ასაკითა, განათლებისა და საცხოვრებელი ადგილისა, ამიტომ აუცილებელია მათ, ამ მიმართულებით, ცოდნა ჰქონდეთ.
კონგრესმენები ხელოვნური ინტელექტის შესახებ წიგნიერებას განსაზღვრავენ, როგორც ხელოვნური ინტელექტის ძირითადი პრინციპებისა და მისი გამოყენების ცოდნას. ასევე, ამ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული შედეგების, მათი შეზღუდვების (მათ შორის ეთიკური მოსაზრებებით) შესახებ ინფორმირებულობას.
კანონპროექტი მიზნად ისახავს სკოლებში ხელოვნური ინტელექტის შესახებ წიგნიერების ამაღლებას აშშ-ს სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიბლიოთეკებში.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს საგანმანათლებლო ასოციაციებისა და ორგანიზაციების ფართო წრემ დაუჭირა მხარი, მათ შორის ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციამ.
იხილეთ ასევე: ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: როგორ იყენებენ ChatGPT-ს სკოლებსა და უნივერსიტეტებში?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.