სიახლეები
სკოლები

„სიკეთე გადამდებია!“- ბარდნალის საჯარო სკოლა საქველმოქმედო აქციას შეუერთდა 
15-01-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს აძლევენ, როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე უნერგავენ ისეთ ღირებულებებს - როგორიცაა სიკეთის კეთება, კაცთმოყვარეობა და ქველმოქმედება. 

მოსწავლეებს მაგალითს პირველ რიგში სკოლის დირექტორი და პედაგოგები აძლევენ. 

საახალწლო დღეებში ბარდნალის საჯარო სკოლა გამოწვევას - „სიკეთე გადამდებია!“ შეუერთდა. 

სასკოლო საზოგადოებამ გამოწვევა წიფერჩის საბავშვო ბაღისგან მიიღო და აქციაში სიამოვნებით ჩაერთო. სადღესასწაულო საქველმოქმედო აქცია კი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ წამოიწყო.

დირექტორი მთავარისა ახვლედიანი და პედაგოგები ხელდამშვენებულნი ბარდნალის საჯარო სკოლის ყოფილ თანამშრომლებს ესტუმრნენ და სადღესასწაულო დღეები გაულამაზეს. 

„ჩვენს ყოფილ თანამშრომელ ქალბატონებს ვეწვიეთ საახალწლო ნობათით და ძალიან გავახარეთ, ჩვენც ასეთივე გახარებული დავბრუნდით! სიკეთე და სიხარული დაგვებედოს!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

სიკეთე მართლად გადამდებია, ბარდნალის საჯარო სკოლამ აქციაში ჩასართველად აღვის საჯარო სკოლა გამოიწვია. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება