სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

მეხსიერებაზე ორიენტირებული საკლასო თამაშები - იდეები პედაგოგებს გაკვეთილების გასახალისებლად
19-01-2024
-
+


მეხსიერება არის უნარი, რომ ინფორმაცია შევინახოთ და აღვიდგინოთ. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახავს, საჭიროების შემთხვევაში კი პოულობს და მოთხოვნილებისამებრ იყენებს. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენს მეხსიერებაში ინფორმაცია დაილექოს და საჭირო დროს საჭირო ცნობების აღდგენა შევძლოთ, ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. 

მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საჭიროა მეხსიერების ვარჯიში, რადგან მათ ყოველდღიურად უწევთ ახალი ინფორმაციის მიღება და გაანალიზება, რაც მეხსიერების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. 

როგორი უნდა იყოს მეხსიერებაზე ორიენტირებული საკლასო თამაშები? - პედაგოგებს რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. 

შესაძლოა, ეს იყოს სიტყვებზე დაფუძნებული მეხსიერების თამაშები

შეგიძლიათ მოსწავლეებს უცხო ტერმინების დამახსოვრებაში შემდეგნაირი თამაშით დაეხმაროთ, შექმენით ტერმინებისა და განმარტებები ბარათები. მოსწავლეებს გააცანით ისინი, თამაშის დროს კი, მთავარი ამოცანა ტერმინის სწორ განმარტებასთან შესაბამისობა იქნება. 

ვიზუალური მეხსიერების თამაშები

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად ვიზუალით, ნახატებით, შრიფტითა თუ სხვა თვალსაჩინოებით იმახსოვრებენ ინფორმაციას. ამის გასაუმჯობესებლად კი, შეგიძლიათ მოსწავლეებს სხვადსხვა 

თამაშები შესთავაზოთ, ახალი მასალის მიხედვით და იგივე პრინციპი გამოიყენოთ, რაც ზევით განვიხილეთ, თუ აქამდე მოსწავლეებს ტერმინები უნდა შეესაბამებინათ განმარტებისთვის, ახლა ილუსტრაციებით ჩაუნაცვლეთ. 


რუბიკის კუბის ამოხსნა


ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რამაა გონების სავარჯიშოდ. რუბიკის კუბის ამოხსნა პრობლემის  გადაჭრის, სივრცის აღქმისა და მენტალური კოორდინაციის უნარებს ავარჯიშებს და მას მაღალი ფსიქოლოგიური ღირებულება აქვს. მისი აწყობის გზების ძიებისას, გონება საუკეთესო ვერსიებს იმახსოვრებს, შემდეგი ცდები კი, მეტად შედეგიანი გამოდის. 


თამაში „ქალაქობანა

ქალაქობანა“ ყველასთვის საყვარელი თამაშია, როგორც წერის ასევე ზეპირად თამაშის შემთხვევაში, გონება ცდილობს აღიდგინოს ინფორმაცია და იაზროვნოს სხარტად. მსგავსი თამაშები ყველასთვის სახალისოა და ამავდროულად ღირებული გონებისა და მეხსიერების გავარჯიშებისთვის.

თამაში „სიტყვობანა

ეს ზეპირი თამაშია. ერთმა მოსწავლემ უნდა თქვას არსებითი სახელი, მეორე მოსწავლემ უკვე გაჟღერებული სიტყვა უნდა გაიმეორებს და დაამატოს თავისი სიტყვა, ასე გრძელდება, მანამ სანამ ყველა მოსწავლე არ გაიმეორებს და დაამატებს ახალს, თამაში ბრუნავს წრეზე და ის მოთამაშეები ეთიშებიან, რომლებსაც ან სიტყვების თანმიმდევრობა აერევათ, ან სიტყვა გამორჩებათ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება