სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეორეკლასელი დაჩი გაგოშიძე ქართული ენის ოლიმპიადის გამარჯვებულია
15-01-2024
-
+


მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, მოსწავლის წარმატებაა - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოწაფეები კი პედაგოგებს სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, სკოლაში მეორეკლასელი დაჩი გაგოშიძის მიღწევით ხარობენ. მოსწავლემ ბრწყინვალე წარმატება ქართული ენის ოლიმპიადაში მოიპოვა და ასახელა სკოლა, მასწავლებლები და მშობლები. 

მოსწავლის მიღწევა განსაკუთრებით საამაყოა მისი მასწავლებლის - ლეილა თვალაბეიშვილისთვის. 

„პირველი ადგილი ჩვენია, გავიმარჯვეთ“ ლეიკო მას!“- ამ სიტყვების გაგონებისას ჩემი გულისცემა, ალბათ, ყველას ესმოდა...

ყველაფერი კი დაიწყო ასე: მეორეკლასელმა - დაჩი გაგოშიძემ პირველად მიიღო მონაწილეობა „კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადაში . პირველსა და მეორე ტურში უმაღლესი 100 ქულით შეფასდა და სუპერფინალის ხუთეულში მოხვდა. წარმომიდგენია, რაც ხდებოდა პატარა დაჩის გულში, რამხელა პასუხისმგებლობაა, არ გაუცრუო იმედი მათ, ვისაც შენი სჯერა ასახელო სკოლა, გაახარო მშობლები და ახლობლები. სუპერფინალშიც გავიმარჯვეთ ...

ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შრომა გიფასდება მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატებაა ყველაზე დიდი ჯილდო.

დღეს უკვე ბანაკში გაემგზავრა დამოუკიდებლად... წარმატებები ჩვენს საოცარ ბიჭს... მიყვარხარ უსასრულოდ დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ ასახელებ ჩვენს სკოლას“, - გვეუბნება პედაგოგი და ნიჭიერი მეორეკლასელის ფოტოებს გვიზიარებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება