სიახლეები
სიახლეები

2023 წელს სტატუსი 88 მოსწავლეს შეუწყდა - მანდატურის სამსახური ინფორმაციას აქვეყნებს
16-01-2024
-
+


2023 წელს მოსწავლის სტატუსის შეჩერების მიმართულებით, სოციალურმა მუშაკებმა რეაგირება მოახდინეს 306 შემთხვევაზე; როგორც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წლიურ ანგარიშში წერია სტატუსის შეჩერების რისკი 134 შემთხვევაში აღმოიფხვრა.  

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკები, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, აქტიურად განაგრძობდნენ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მომართვის
საფუძველზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის: მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დადგენას და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შეფასებას; მოსწავლის ოჯახში ვიზიტს; ვიზიტის თაობაზე ანგარიშის მომზადებას; სამოქმედო გეგმის შედგენასა და შემაჯამებელი დასკვნის მომზადებას.

მოსწავლის სტატუსის შეჩერების მიმართულებით, 2023 წლის განმავლობაში, სოციალურმა მუშაკებმა, თბილისსა და რეგიონებში, რეაგირება მოახდინეს 306 მომართვაზე. აქედან, მოსწავლის სტატუსის შეჩერების რისკი აღმოიფხვრა 134 შემთხვევაში, ხოლო მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა 88 შემთხვევაში. სტატუსის მიუხედავად, 84 შემთხვევაზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, სტატუსის აღდგენის მიზნით. შესწავლილი შემთხვევებიდან, 53 შემთხვევაში - დამატებით ჩაერთო სხვა შესაბამისი უწყება/მომსახურება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება