TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ყურადღების დეფიციტი მოსწავლეებში და 7 პრაქტიკული რჩევა პედაგოგებს
20-01-2024
-
+


თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ თქვენს მოსწავლეებს ყურადღების მოკრება უჭირთ, მარტო ნამდვილად არ ხართ. მასწავლებლები ამ პრობლემას, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ებრძვიან.

ერთ-ერთი კვლევით, რომელიც აშშ-ში, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში ჩატარდა, დადგინდა, რომ ბავშვებს უფროსებივით კონცენტრირება არ შეეძლოთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა უფრო მეტი ინფორმაციის დამახსოვრება მოახარხეს. მოსწავლეთა ყურადღების დეფიციტზე სასკოლო საზოგადოება და პედაგოგები ხშირად საუბრობენ. მათ აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით შედგენილ რჩევებსა და ინფორმაციას ვუზიარებთ.

მოსწავლეებს ჯგუფური სამუშაო მიეცით

ეს შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ყურადღება მოიკრიბონ. ისინი დავალების დაძლევას ერთად შეეცდებიან და აქტივობებში სრულად იქნებიან ჩართულნი. კარნეგი მელონისა და კოლუმბიის მასწავლებელთა კოლეჯის კვლევამაც აჩვენა, რომ ჯგუფური დავალებების შესრულებისას მოსწავლეები ბევრად უფრო აქტიურები არიან.

გაკვეთილები მოკლედ ახსენით და საინტერესო ცნობები გააჟღერეთ

როდესაც გაკვეთილის დაგეგმვას დაიწყებთ, კარგად ჩამოაყალიბეთ, თუ რას რამდენ დროს დაუთმობთ. ბავშვებს ერთ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრირება უჭირთ, ამიტომაც საჭიროა, რომ საინტერესო ცნობები მიაწოდოთ. კრეატიულობა გამოიჩინეთ დავალებების კუთხითაც.

მცირე შესვენება რუტინად აქციეთ

გაკვეთილების განმავლობაში ხანმოკლე შესვენებები - 3-დან 5 წუთამდე, მოსწავლეებს კონცენტრაციის შენარჩუნებაში დაეხმარებათ. ისინი გონებას გადატვირთავენ და სასკოლო საკითხებს განახლებული ენერგიით დაუბრუნდებიან.

მოკლე დროში შესასრულებელი აქტივობები შესთავაზეთ

ისე არაფერი ფანტავს მოსწავლეთა ყურადღებას, როგორც ერთგვარი „მოსაბეზრებელი“ დავალებები. ეცადეთ, რომ ისეთი აქტივობები შეიმუშაოთ, რასაც მოსწავლეები ძალიან მცირე დროში შეასრულებენ. ამ დროს, მათ მოტივაციაც გაუჩნდებათ, რათა შემდეგი აქტივობა კიდევ უფრო სწრაფად განახორციელონ და ყურადღების კონცენტრირება არ გაუჭირდებათ.

მოსწავლეებს დავალებების შეფასება სთხოვეთ

მოსწავლეების უკუკავშირი ფასდაუდებელი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიგოთ, რამდენად ეფექტური და საინტერესო იყო გაკვეთილი. თუ კლასში ტესტირებებს ატარებთ ხოლმე, დრო დაიტოვეთ და მოსწავლეებს დავალებები შეაფასებინეთ. ეს არამხოლოდ მათი ყუარდღების მოკრებისთვის არის სასარგებლო, არამედ თავად პედაგოგის განვითარებისთვისაც.

უმჯობესია, კლასში სადა დეკორაცია იყოს

ქერი გოდვინი, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საგანმანათლებლო წრეებში თავისი კვლევითაა ცნობილი. კვლევა ეხებოდა საკითხს - როგორ აისახება საკლასო დეკორაცია მოსწავლეთა კონცენტრირების უნარზე. ლამაზი დეკორი, მასზე დაკვირვება ყველას გვიყვარს, ამან კი შესაძლოა მოსწავლეთა ყურადღება გაფანტოს.

მეხსიერების თამაშები

მოსწავლეებს მეხსიერების თამაშები შესთავაზეთ, რითაც მათ ყურადღების მოკრებაში დაეხმარებით. ისინი აქტივობებში ხალისით ჩაერთვებიან და შესაძლებლობების გამოცდას ისურვებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება