სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როგორ ამოვიცნოთ ხელოვნური ინტელექტის დაწერილი ტექსტი?
12-05-2024
-
+


ChatGPT კომპანია OpenAI-ის შექმნილი ბოტია, რომელსაც შეუძლია თანამოსაუბრესთან გააზრებული დიალოგის იმიტირება, ტექსტის, ლექსების, სიმღერების, კოდის დაწერა, სცენარის მოფიქრება, გამოცდებისთვის ნაშრომებისა და ესეების შედგენა. შესაბამისად ინსტრუმენტი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დიდი ცდუნებაა. არაერთ ქვეყანაში ახალგაზრდებში ChatGPT-ის პოპულარობით შეშფოთებულნი არიან და მასთან წვდომის შეზღუდვას ცდილობენ. პედაგოგები კი სვამენ კითხვას შესაძლებელია კი ჩატბოტის დაწერილი ტექსტის ამოცნობა?

იხილეთ: ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: როგორ იყენებენ ChatGPT​-ს სკოლებსა და უნივერსიტეტებში?

თეორიულად, ხელოვნური ნეიროქსელის დაწერილი ტექსტის ამოცნობა შესაძლებელია. ​სპეციალიტები ამ მიმართულებით არაერთი წელია მუშაობენ და ცდილობენ ამოიცნონ კანონზომიერებები წინადადებების წყობაში, ეძებენ განმეორებად სიტყვებს.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ენობრივი მოდელები სწრაფად ვითარდება. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ნეიროქსელს არ შეეძლო სამი წინადადების გადაბმა, დღეს კი ლოგიკური ტექსტებს ქმნის. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის დაწერილი ტექსტების ამოცნობის ხერხები სწრაფად ძველდება. 

როგორ შეუძლია ადამიანს ხელოვნური ინტელექტის დაწერილი ტექსტის ამოცნობა?

ნერიოქსელი წერს ზედმეტად კონკრეტულად.
მაგალითად, მკვლევარები Google Brain-იდან ჯერ კიდევ 2019 წელს მივიდნენ დასკნამდე, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან ხშირად იყენებს the არტიკლს, მაგრამ გასაგებია, რომ ეს ნიშანი მხოლოდ ინგლისურენოვან ტექსტებს ეხება.

ChatGPT-ს საძიებო სისტემების ჩამნაცვლებლად უკვე იყენებენ, რადგან ის კონკრეტულ პასუხებს იძლევა. მაგრამ მსჯელობაში მოისუსტებს: მაგალითად კითხვაზე - „რა არის სიყვარული?“ ხელოვნური ინტელექტი იძლევა მშრალ ფორმულირებას და არა რთული გრძნობის გაანალიზების მცდელობას. 

ასევე, ნეიროქსელს შეუძლია დარწმუნებით დაწეროს აბსოლუტური სიცრუე. რაიმეში ეჭვის შეტანა მას არ ახასიათებს. 

აღსანიშნავია, რომ ChatGPT-ს არ შეუძლია კონკრეტული ადამიანის გამოცდილების გადმოცემა - ის მხოლოდ მრავალი ადამიანის გამოცდილების იმიტაციას შეეცდება. ასეთ მასალებს ხშირად აკლია სიღრმე და ავტორის შეგრძნება: ერთია შაბლონური თხზულების დაწერა, რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით და სხვა - თავისუფალი თემის მაგალითად: როგორ გავატარე არდადეგები. 

ChatGPT-ის ბევრი ტექსტი საინტერესოა, მაგრამ თემას აკლია საკითხზე ჩაღრმავება. ეს მხოლოდ ადამიანს შეუძლია ცხოვრებისეული გამოცდილებით. 

ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს. გრამატიკულად იდეალურად გამართული ტექსტი დამახასიათებელია ხელოვნური ინტელექტისთვის. ადამიანები ხშირად არასწორად სვამენ მძიმეს, უშვებენ მართლწერის შეცდომებს, იყენებენ ჟარგონსა და აბრევიატურებს. ნეიროქსელს ასეთი დონის სიმულაციისთვის ჯერ არ მიუღწევია. 

აქვე დავძენთ, რომ ალგორითმი ქართულ ენას რთულად უმკლავდება, ამიტომ ქართველ მასწავლებლებს ჯერჯერობით სანერვიულო ნაკლებად აქვთ. 

მანამდე კი მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში უკვე მუშაობენ უნივერსალურ პრინციპებზე, რომლებიც მასწავლებელბს დაეხმარება ნერიროქსელის გენერირებული პასუხების ამოცნობაში. საგანმანათლებლო დაწესებულებები ასევე პედაგოგებს სთავაზობენ შეიმუშაონ ისეთი დავალებები, რომლებიც კრეატიულობას მოითხოვს და მათ მხოლოდ ადამიანები გაუმკლავდებიან. 

იხილეთ ასევე: აშშ-ი ხელოვნური ინტელექტის შესახებ წიგნიერების ასამაღლებლად შესაძლოა სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამები გაჩნდეს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება