სიახლეები
სკოლები

ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „ბულინგი“ ფსიქოლოგმა შეხვედრა გამართა 
17-01-2024
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, სწორ ღირებულებებს უნერგავენ, მათ მორალურ განვითარებაზე ზრუნავენ და როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 21 დეკემბერს, ნაბახტევის საჯარო სკოლაში დანაშაულის პრევენციის მიზნით, მიიწვიეს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი - ფსიქოლოგი მაია წკრიალაშვილი.

შეხვედრის თემა იყო - „ბულინგი“. 

მიწვეულმა სტუმარმა ისაუბრა თემის შესახებ, საუბარში აქტიურად ჩაებნენ მე-7 კლასის მოსწავლეები, რომელთაც მოქალაქეობაში თემა უკვე შეისწავლეს. 

მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, საკითხზე საკუთარი აზრი დააფიქსირეს და დისკუსიაში შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, თუმცა, ჩვენს სკოლაში ბულინგის შემთხვევა არ ყოფილა. ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი მსგავსი შეხვედრები სხვა თემებზეც გაიმართოს“, - გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება