მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ვიდეოსათვალთვალო კამერებს დამონტაჟების ვადები განისაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ასევე პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებისთვის.
სკოლებისთვის ახალი რეგულაციები ცნობილია - შესასვლელში მინიმუმ 2 ვიდეოკამერა უნდა დამონტაჟდეს
დოკუმენტის თანახმად, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, საკანონმდებლო რეგულაციის შესრულებისთვის სრული ორი წელი მიეცათ და კამერები 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა განათავსონ, ხოლო რაც შეეხება სკოლებს - მათ ვადა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვთ.
„პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ