სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ანდრაგოგიკა: რატომ ასწავლიან ზრდასრულებს მოსწავლეებისგან განსხვავებულად?
21-01-2024
-
+


ანდრაგოგიკა - ზრდასრულთა სწავლების პრინციპების შემსწავლელი მეცნიერებაა. მართალია, ტერმინი, ჯერ კიდევ 1833 წელს გერმანელმა მასწავლებელმა - ალექსანდერ ლაპმა (Alexander Kapp) ​შემოიტანა, მაგრამ თავად მიდგომა გაცილებით გვიან ჩამოყალიბდა. მის შემქმნელად ამერიკელი პედაგოგი მალკოლმ ნოუელსი (Malcolm Knowles) ითვლება.

იდეები, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლებოდა დახმარებოდა ზრდასრულ ადამიანებს სწავლაში, ნოუელსმა წიგნში - „ზრდასრული მოსწავლე“ (The Adult Learner) აღწერა. წიგნი პირველად 1973 წელს გამოიცა, შემდეგ კი არაერთხელ დაიბეჭდა.

წიგნში ნოუელსმა სწავლების არსებული თეორიები მიმოიხილა და მოყვა მკვლევარებზე, რომელთაც ანდრაგოგიკის გაჩენის საფუძველი მოამზადეს. მათ შორის პედაგოგმა მოიხსენია, ამერიკელი განათლების თეორეტიკოსი ედუარდ ლინდემანი, რომელიც წიგნის „ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობა“ (The Meaning of Adult Education) ავტორია.

რით განსხვავდება ანდრაგოგიკა პედაგოგიკისგან? - ნოუელსმა სწავლებისას გასათვალისწინებელი რამდენიმე ფაქტორი გამოყო და ის თუ როგორ სწავლობენ ბავშვები ზრდასრულებისას შეადარა. 

ცოდნის აუცილებლობა 

ბავშვები, ნოუელსის აზრით, ცოდნას განიხილავენ მხოლოდ როგორც ინსტრუმენტს, რომელიც მათ დავალებების ამოხსნასა და მაღალი ნიშნების მიღებაში ეხმარება, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, როგორ გამოიყენებენ ამ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში. 

ზრდასრული კი რაიმეს შესწავლას ხელს არ მოჰკიდებს, მანამდე, სანამ არ გაიგებს, რაში სჭირდება. ამიტომ მთავარი ამოცანა, რომელიც ზრდასრულ ადამიანებთან მომუშავე პედაგოგების წინაშე დგას არის - აუხსნას მათ სწავლის ფასი.

საკუთარი თავის შესახებ შექმნილი წარმოდგენა 

მოსწავლე დამოკიდებულია პედაგოგზე, მაგრამ რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტ დამოუკიდებლობას ავლენს. რაც შეეხება ზრდასრულს, ის სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას. თვითშეგნება მოწიფულ ადამიანს უქმნის საჭიროებას, რომ სხვებმა პატივი სცენ მის დამოუკიდებლობას.

ნოუელსის აზრით, მიუხედავად ამისა, როდესაც ზრდასრული ადამიანი აწყდება კვლავ რაიმეს სწავლის აუცილებლობას, ის ბავშვურ გამოცდილებას იხსენებს, ნოუელსის თქმით, „მოხერხებულად ჯდება და ამბობს - „მასწავლეთ“. 

თუმცა, დაშვება, რომ მას, როგორც ბავშვობაში, მორჩილება სჭირდება მცდარია და მიდგომას მალევე ეწინააღმდეგება მოწიფული ადამინის თვითშეგნება. ამ დისკომფორტის დასაძლევად კი ადამიანი უბრალოდ წყვეტს სწავლას.

ამიტომ ნოუელსის აზრით, მასწავლებელს, რომელსაც სურს ზრდასრულებს ასწავლოს, პირველ რიგში მათ უნდა დაეხმაროს მოსწავლის, როგორც დამოკიდებული სუბიექტის შესახებ შექმნილი წარმოდგენის დამსხვრევაში და ნაცვლად ამისა შესთავაზოს მოდელი, როდესაც მოსწავლე თავად ირჩევს სწავლის მიმართულებას. 

წინარე გამოცდილება 

ტრადიციულად, პედაგოგი მოსწავლეთა პირად გამოცდილებას სწავლის ათვლის წერტილად არ მიიჩნევს. გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვანია, არის საკუთარი ან სახელმძღვანელოს ავტორის.

ანდრაგოგიკაში კი გამოცდილებას განსხვავებულად უყურებენ. 

ზრდასრული ადამიანის გამოცდილება ბევრად მრავალფეროვანია. ამასთან, ის ასევე ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ამიტომ სწავლა ზრდასრულებს უნდა დაეხმაროს საკუთარი ინდივიდუალობის წარმოჩენაში

ამ დროს ეფექტურია ჯგუფური მუშაობა, ქეისების განხილვა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, სადაც ზრდასრულს საკუთარი შეხედულებების გამოხატვის საშუალება აქვს. ურთიერთსწავლება და გამოცდილების გაზიარება ასევე მნიშვნელოვანია. 

სწავლისთვის მზაობა 

ზრდასრულები მზად არიან, ისწავლონ მხოლოდ ის, რაც რეალურ ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრაში დაეხმარებათ. 

სწავლების ფოკუსი 

ტრადიციული მიდგომისას სწავლება ფოკუსირებულია ცალკეული საგნების შესწავლაზე, მაგალითად გეომეტრიის ან ლიტერატურის. ამასთან, ბავშვები სწავლას აღიქვამენ როგორც საგანთან დაკავშირებული ცოდნის შეძენას. 

ანდრაგოგიკაში კი სწავლება ფოკუსირებულია ისეთი ამოცანების გადაწყვეტაზე, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაში გვეხმარება. ასეთი მიდგომის დროს, ახალი ცოდნა და უნარები უკეთ აითვისება, რადგან წარმოდგენილია ცხოვრებისეული სიტუაციების კონტექსტში. 

მოტივაცია 

ზრდასრული ადამიანისთვის ხშირ შემთხვევაში სწავლის მოტივაციას წარმოადგენს კარიერული წინსვლა ან ანაზღაურების მატება. მაგრამ შინაგანი ფაქტორები, ნოუელსის აზრით, ზრდასრულ ადამიანებს მეტ სტიმულს აძლევს. 

მაგალითად, კარგ ხელფასზე მაღლა ზრდასრულ ადამიანს შეუძლია დააყენოს სამუშაოსგან მიღებული სიამოვნება და საკუთარი თავის პატივისცემა. 

ნოუელსი კანადელი პედაგოგის - ალენ ტაფის ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ჩატარებულ კვლევას ეყრდობა, რომელმაც აჩვენა, რომ, ზოგადად ადამიანები თავიდან ყოველთვის მოტივირებულნი არიან ისწავლონ და განვითარდნენ. მაგრამ არცთუ იშვიათად, მათ ხელს უშლის ისეთი ბარიერები, როგორიცაა შესაძლებლობებისა და რესურსების უკმარისობა, დროს ნაკლებობა და ასევე სასწავლო პროგრამები, რომლებიც ზრდასრულთა სწავლების პრინციპებს ეწინააღმდეგება და მოსწავლის როლში ზრდასრულთა ნეგატიურ თვითაღქმას იწვევს. ასე რომ, როგორც ჩანს, ზრდასრულები თავიდან ყოველთვის მოტივირებულნი არიან, ტრენერის ამოცანა კი ამ ბარიერების დამსხვრევაა. 




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება