მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში. თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა“, - ეს ფრაზა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც გაირკვა, რომ 2023 წელს კარიერული წინსვლის მსურველი მასწავლებლებისთვის ტესტირება არ ჩატარდებოდა.
წამყვან-მენტორობის გამოცდა წელს აღარ ჩატარდება - განათლების მინისტრი სტატუსის ამაღლების მსურველებს მიმართავს
დადგა 2024 წელი და ამ დრომდე უცნობია, როდის იგეგმება პროფესიულ უნარებში გამოცდა წამყვან-მენტორობის მსურველებისთვის.
აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს სასკოლო საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა მიმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების გარკვევა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ანუ პირდაპირ ადრესტთან გადავწყვიტეთ.
სამინისტრომ მასწავლებლის სახლთან გადაგვამისამრთა, სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნიათ. ასე რომ გამოდის, არც ერთ უწყებას, რომელიც თუნდაც რაიმე კუთხითაა დაკავშირებული წამყვან-მენტორობის გამოცდასთან, ინფორმაცია არ აქვს.
სამაგიეროდ ის ვიცით, რომ ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსისა და წამყვანი სპეცმასწავლებლის გამოცდების საკითხზე მუშაობს - ეს ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.
etaloni.ge განაგრძობს მოკვლევას და როგორც კი საკითხის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება, ჩვენს მკითხველს შევატყობინებთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ