სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რა დაავადებები ხვდებათ ყველაზე ხშირად სკოლის მოსწავლეებს?
27-01-2024
-
+


საკითხი, რაც ყველა მშობელს აწუხებს, მოსწავლეთა ავადობაა ეს პრობლემა აქტუალური განსაკუთრებით ზამთრის პერიოდშია. ისინი ყოველი არდადეგების დასრულების შემდეგ, იმაზე ფიქრობენ ამჯერად, რომელ ვირუსთან გამკლავება მოუწევთ. ამის გამო, მოსწავლეებს სკოლის გაცდენა ხშირად უწევთ.

გარდა ამისა, ვირუსის შემთხვევაში, ის ოჯახის წევრებასაც გადაედებათ ხოლმე, რაც, რასაკვირველია, პრობლემას ქმნის. ზოგიერთი ავადმყოფობის თავიდან აცილება ვაქცინაციითაა შესაძლებელი. საინტერესოა, თუ რით ავადობენ ყველაზე ხშირად სკოლის მოსწავლეები, ამ საკითხზე ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს ვთავაზობთ.

გაციება - ეს არის მოსწავლეთა ავადმყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ბავშვებს სურდოსთან ერთად, სიცხე და საერთო სისუსტე აღენიშნებათ ხოლმე, რის გამოც სკოლაშიც ვეღარ დადიან. გაციებას ის ვირუსები იწვევს, რომლებიც მარტივად ვრცელდება.

კუჭის ტკივილი - ეს შესაძლოა ენტეროვირუსით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება იყოს. ამ დროს ბავშვები მუცლის არეში ტკივილის გრძნობენ, ზოგჯერ კი ღებინება და დიარეაც აღენიშნებათ. ეს ჩივილები, როგორც წესი, რამდენიმე დღეში მთლიანად ქრება ხოლმე.

ყელის სტრეპტოკოკი - მისი სიმპტომებია ყელის ტკივილი, გადიდებული ნუშურები, ცხელება და კუჭის ტკივილი. სასურველია, რომ ამ დროს მოსწავლეებმა ექიმს მიმართონ. ზოგიერთს ძლიერი ტკივილი აწუხებს და სასწავლო პროცესიდან ჩამოშორება უწევს.

კონიუნქტივიტი - კონიუნქტივიტის სიმპტომებია თვალების სიწითლე, გამონადენი, ქავილი და შეშუპება. მიზეზები განსხვავებულია, მაგრამ გადამდები კონიუნქტივიტი გამოწვეულია ბაქტერიით ან ვირუსით. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ანტიბიოტიკების მიღებას, მალამოს ან თვალის წვეთების გამოყენებას.

ტილები - ტილები პაწაწინა პარაზიტები არიან, რომლებიც თმაში ხვდებიან, სკალპის სისხლით იკვებებიან და თმის ღეროებზე კვერცხებს დებენ. ტილები ძალიან გადამდებია, მაგრამ არაა საშიში. ბავშვებს თავის ძლიერი ქავილი აწუხებთ, რაც დიდ დისკომფორტს ქმნის.

ჩუტყვავილა - თუ ბავშვი ჩუტყვავილაზე აცრილი არაა, ის შეიძლება მარტივად დაავდდეს. ჩუტყვავილა მთელ სხეულზე წითელ ბუშტუკოვან გამონაყარს იწვევს, რომლისთვისაც ქავილია დამახასიათებელი. სხვა სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა და სხეულის ტკივილები.

ეს და სხვა ავადობები ბავშვებში გავრცელებულია და შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს მოსწავლე, რომელიც არ გაციებულა ან ყელი მაინც არ სტკენია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება