სიახლეები
სკოლები

თბილისის N177 საჯარო სკოლის პროექტმა ევროპული ხარისხის ნიშანი მოიპოვა
18-01-2024
-
+


თბილისის N177 საჯარო სკოლისთვის ახალი სასწავლო წელი, შთამბეჭდავი სიახლით დაიწყო, პროექტს, რომელსაც მათემატიკის მასწავლებელი ეკატერინე აბზიანიძე ხელმძღვანელობდა, ევროპული ხარისხი მიენიჭა. 

The AIM2030 - ეს გახლდათ წარმატებული პროექტის სახელწოდება, რომელის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს მოსწავლეებმა: მათე ცნობილაძემ, მათე სიჭინავამ, ლუკა კენჭოშვილმა, გურამ თოდუამ, ანასტასია მოდებაძემ და ანამარია წიკლაურმა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტმა ცოტა ხნის წინ მიიღო ეროვნული ხარისხი, ახლახან კი ევროპული ხარისხის მფლობელიც გახდა, რაც დიდი წარმატებაა სკოლისა და პროექტის განმახორციელებლებისთვის

როგორც თავად პედაგოგი აღნიშნავს, ევროპული ხარისხი ძალიან საამაყოა, ის აცხადებს, რომ წელსაც ჩართულნი არიან, რამდენიმე საინტერესო პროექტში და დარწმუნებულია კვლავაც ასეთივე წარმატებული იქნება მათი საქმიანობა. 

„ახალი წლის დაწყება და ბედობაც ასეთი უნდა. ამჯერადაც გამახარა „ითვინინგმა“ და 4 დღით ადრე დაბადების დღის საჩუქარიც გამიკეთა - პროექტმა The AIM2030 ცოტა ხნის წინ მიიღო ეროვნული ხარისხი, ახლახანს კი ევროპული ხარისხი.

ევროპული ხარისხი უკვე საამაყოა. მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონ ხატია მატკავას, თეონა კერესელიძეს, თურქ, იტალიელ, რუმინელ კოლეგებს საინტერესო პროექტისთვის და ჩემს გზის მაჩვენებელს ნანა ჩომახიძეს.

ვულოცავ, ჩემსთბილისის N177 საჯარო სკოლას ამ აღიარებას.

ვულოცავ, კიდევ ერთხელ ამ გამარჯვებას ჩემს მიზანდასახულ მოსწავლეებს: მათე ცნობილაძეს, მათე სიჭინავას, ლუკა კენჭოშვილს, გურამ თოდუას, ანასტასია მოდებაძესა და ანამარია წიკლაურს.

წელსაც ჩართული ვარ ჩემს პატარებთან ერთად რამდენიმე საინტერესო პროექტში და დარწმუნებული ვარ კვლავაც ასეთივე წარმატებული იქნება ეს პროექტები“, - წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 

 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება