სიახლეები
სკოლები

„გზა ევროპისკენ” - მრავალფეროვანი საგანმანათლებლო კვირეული თბილისის N72 საჯარო სკოლაში
18-01-2024
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს ყოველთვის აღნიშნავენ. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

სკოლაში ქვეყნის ევროპული მომავლისკენ გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა.  სკოლაში ჩატარდა კვირეული - „გზა ევროპისკენ”. 

  1.  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს, ყველა პირველი გაკვეთილი დაეთმო ამ თემას;
  2. მოეწყო ნახატების გამოფენა, რომელსაც ესთეტიკის კათედრა ხელმძღვანელობდა;
  3.  ჩატარდა ესეების კონკურსი; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ეგიდით;
  4. დამზადდა საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები;
  5. შეიქმნა სასწავლო რესურსები: „ფერადი ბორბალი”- „27 რამ, რაც გვაკავშირებს ევროპასთან”,
  6. დაიხატა რუკა - ევროკავშირის ქვეყნები და გაწევრიანების მსურველი ქვეყნები;
  7. ჩატარდა სამი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი (ისტორია, ინგლისური ენა, ხელოვნება) თემა - „საქართველო და ევროკავშირი”.
  8. დამზადდა ვიდეოჩანაწერი სახელწოდებით - „European values assessed by teenagers“
  9. შეიქმნა უამრავი საინტერესო პრეზენტაცია ინგლისურის კათედრაზე, რომელშიც ასევე აქტიურად ჩაერთო ინგლისური ენის კლუბი;
  10. ჩატარდა დასკვნითი კონფერენცია სახელწოდებით “გზა ევროპისკენ”.

კონფერენციას საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა ხელმძღვანელობდა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო კლუბ „ჰელიოსის” წევრები.

სკოლაში ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობას უხდიან. 

აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

იხილეთ ვიდეომასალა:







კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება