სიახლეები
სიახლეები

კომპლექსური დავალების სირთულეები, მასწავლებელთა საწუხარი და მშობლების უკმაყოფილება - რა აჩვენა რეფორმის შეფასების კვლევამ 
22-01-2024
-
+


მასწავლებლების ძირითად საწუხარს წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეებს ყველა საგანში კომპლექსური დავალებების დიდი რაოდენობა უგროვდებათ. მშობლებს არ მოსწონთ, რომ მათ შვილებს ძალიან ბევრი დავალება აქვთ შესასრულებელი - აღნიშნულის შესახებ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგემის დანერგვის პროცესის შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომელიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ბოლოს გამოაქვეყნა. 

კვლევის საინტერესო დაკვირვებას წარმოადგენს ის, რომ მასწავლებლების თხრობაში ეს გამოწვევა კომპლექსური დავალების, როგორც ძირითადი მეთოდის, ინტენსიურად გამოყენებას უკავშირდება, მაშინ როდესაც, ექსპერტების აზრით, მთავარ პრობლემას მასწავლებლებში კურიკულუმის ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაგეგმვის კომპეტენციის ნაკლებობა წარმოადგენს.

ექსპერტების აზრით, კურიკულუმის დაგეგმვის საბაზო გამოცდილების გარეშე მასწავლებლებს გაუჭირდებათ კომპლექსური დავალებების ან სხვა რომელიმე ერთეულის გამოყენებით სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა.

მასწავლებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპლექსური დავალება არის კიდევ ერთი აქტივობა, რომლის დამატებასაც ითხოვს სამინისტრო სასწავლო პროცესში.

მონაწილეებთან დისკუსიაში დასახელდა შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი შინ აძლევდა მოსწავლეს კომპლექსურ დავალებას და სთხოვდა დაბრუნებას შემდეგი გაკვეთილისთვის, კომპლექსურ დავალებებს მასწავლებელი წარადგენდა თემის გაშუქების შემდეგ და არა თემაზე მუშაობის დაწყების მომენტისთვის.

ვინაიდან მასწავლებლების ნაწილისთვის ბუნდოვანია კავშირი კომპლექსურ დავალებებსა და სასწავლო გეგმის მიზნებს შორის, ზოგიერთი მათგანი შეშფოთებულია, რომ მათ სასწავლო გეგმებში კომპლექსური დავალებების ჩართვა ხელს უშლის „სახელმძღვანელოებსა და სტანდარტში მოცემული თემების და საკითხების სრულად დაფარვას“.

საგნობრივი ქოუჩის განმარტებით: „ზოგიერთი მასწავლებელი თვლის, რომ აზრი არ აქვს კომპლექსური დავალების ეტაპების გავლას, ყველა გაკვეთილის კომპლექსური დავალების კონტექსტში გააზრებას. ყველაფერი ჯერ კიდევ 45 წუთიანი გაკვეთილის ირგვლივ ტრიალებს“. 

საგნობრივი ექსპერტებისა და ქოუჩების დახმარებით მასწავლებლებისთვის კომპლექსური დავალებებისა და თემატური მატრიცების ნიმუშების ბანკი შეიქმნა, რომელიც ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვის. 

ზოგიერთი მასწავლებლისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახლახან შეუერთდა რეფორმას, რთულია კომპლექსური დავალებების მოსწავლის საჭიროებების მიხედვით ცვლილება. „გვაქვს დავალებების ნიმუშებიც და მატრიცებიც, მაგრამ მოსწავლეები განსხვავდებიან მზადყოფნით და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ – ეს კი უმძიმესი სამუშაოა. გვჭირდება განსხვავებული სირთულის რესურსები სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეებისთვის“

კურიკულუმის ექსპერტები და ქოუჩები აღნიშნავენ, რომ „მასწავლებლების დიდი ნაწილი თავს იკავებს ნიმუშებში ცვლილებების შეტანისგან: „თითქოს ეჩვენებათ, რომ ვერაფერს შეცვლიან იმ დავალებებში, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ... თითქოს ეშინიათ დავალების
მთლიანობის დარღვევის“. 

კომპლექსური დავალების კონტექსტში პროდუქტის შექმნას მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა აქვს - მასწავლებელთა ნაწილის
წარმოდგენაში კომპლექსური დავალების ფარგლებში შექმნილ პროდუქტს ძალიან ვიწრო მნიშვნელობა აქვს
– პროდუქტის შექმნა მათ კომპლექსური დავალების საბოლოო მიზნად წარმოუდგენიათ. ზოგიერთი პედაგოგი ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ პროდუქტის შემქნა მოსწავლის მიერ ცნებების გაგებისა და დაკავშირების, სწავლის შუალედური შედეგების მიღწევის დემონსტრირების საშუალებას წარმოადგენს და არა თვითმიზანს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება