მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლაში ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და დირექციის გარდა მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ ის ადამიანები, ვინც შენობის სისუფთავეზე ზრუნავენ. ისინი თავიანთი კეთილსინდისიერი შრომით სასკოლო საზოგადოების ჯანმრთელობასაც იცვენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, მათი სამუშაოც სათანადოდ უნდა დაფასდეს. საუბარია, სკოლის დამლაგებლებზე. საინტერესოა, თუ როგორ ანაზღაურებას სთავაზობენ მათ განვითარებული ქვეყნები, ამის შესახებ ინფორმაცია თემატურ ვებ-გვერდზე - salaryexpert.com მოვიძიეთ და მკითხველს ვთავაზობთ.
ირკვევა, რომ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში - შოტლანდიაში საშუალო სკოლის დამლაგებლის წლიური ხელფასი 21 673 ფუნტია. აღსანიშნავია, რომ ეს იმ ანაზღაურებასთან შედარებით, რასაც დიდი ბრიტანეთი სკოლის დამლაგებლებს სთავაზობს, 8%-ით დაბალია. გარდა ამისა შოტლანდიაში, დამლაგებლები ბონუსს, საშუალოს 247 ფუნტ სტერლინგს ოდენობით იღებენ.
რაც შეეხება კიდევ ერთ განვითარებულ ქვეყანას, დამლაგებლის საშუალო ხელფასი საფრანგეთში 25 166 ევროა. გარდა ამისა, ისინი ბონუსებსაც იღებენ. აღნიშნული მონაცემები საფრანგეთში დასაქმებული პირების ანონუმური გამოკითხვის შედეგად შეგროვდა. დამლაგებელის ხელფასი, რომელიც საწყის დონეზეა (1-3 წლიანი გამოცდილება) წელიწადში 22 713 ევროა, ხოლო, მეორეს მხრივ, გამოცდილი დამლაგებლის ანაზღაურება (8+ წლიანი გამოცდილება) საშუალოდ, 29 733 ევროს უტოლდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის დამლაგებლის საშულო წლიური ანაზღაურება 40 991 დოლარს უტოლდება. არსებობს დამატებითი ანაზღაურებაც, რომელიც წელიწადში შეიძლება 2 869 დოლარი იყოს.
ავსტრალიაში კი სკოლის დამლაგებელი, რომელიც საწყის დონეზეა (1-3 წლიანი გამოცდილება) წელიწადში, დაახლოებით, 45 902 დოლარს გამოიმუშავებს. აღნიშნული მონაცემები უშუალოდ დასაქმებულთა გამოკითხვის შედეგად შეადგინეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.