სიახლეები
სკოლები

„რას გვიყვება იაკობ გოგებაშვილი“ - თბილისის N143 სკოლის დირექტორის საინტერესო ინიციატივა და შთამბეჭდავი ღონისძიებების სერია
18-01-2024
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებით არის გაჯერებული, მათ შორის კი აღსანიშნავია, პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის“, ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. 

სკოლის დირექტორის თამარ ჭარბაძის ინიციატივით, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა იაკობ გოგებაშვილის კვირეული, სახელწოდებით - „რას გვიყვება იაკობ გოგებაშვილი“, რომელშიც სხვადსხვა კლასის მოსწვალეები საინტერესო იდეებით ჩაერთნენ.

სკოლაში, პროექტს შეუსაბამეს საკლასო პროექტი - „ჩვენ გვიყვარს კითხვა“. III კლასის მოსწავლეებმა კი გააცოცხლეს დიდი საზოგადო მოღვაწის ერთ-ერთი მოთხრობა - „იავნანამ რა ჰქმნა?!“.  მოსწავლეებმა ემოციებით დატვირთული წარმოდგენა დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

„ დღევანდელი დღე, ერთ-ერთი საუკეთესო დღე იქნება, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისათვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ღონისძიების ორგანიზებაში“, - ასე შეაფასეს ღონისძება სკოლაში. აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ნატა ქუშაშვილი გახლდათ.

აღნიშნულ ინიციატიავას, 26 დეკემბერს II კლასის მონაწილეებიც შეუერთდნენ. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი წლის ქართული ტრადიციები გააცნეს. კლასის ხელმძღვანელი შ. ჯიშკარიანი გახლდათ.

კვირეულში - „რას გვიყვება იაკობ გოგებაშვილი“, II კლასის მოსწავლეებიც, დამრიგებლის ნეკო ლაცაბის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა წარადგინეს ზღაპარი ასო-ბგერებზე, რომელშიც მეგობრობის და ერთობის ძალა იმარჯვებს, განასახიერეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები.

კვირეული არც III კლასის მოსწავლეებს გამოუტოვებიათ, პროექტის ფარგლებში, მათ წარმოადგინეს ღონისძიება, სახელწოდებით - „იაკობის საჩუქარი“. მისი შინაარსი ეხმიანება სკოლაში დაგეგმილი კვირეულის თემას - „რას გვიყვება იაკობ გოგებაშვილი“ და გადმოცემს დედა ენის შექმნის ისტორიას. კლასის დამრიგებელი მ.თუმანიშვილი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივას I კლასიც შეუერთდა, მოსწავლეებმა წარადგინეს ღონისძიება - „იაკობი და მისი მოთხრობები“. მათ გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები, ღონისძიების მეორე ნაწილში კი, საშობაო წარმოდგენაც დადგეს. I  კლასის დამრიგებელი სოფო დათუნაშვილია.

„მეგობრობის ძალა ჯადოსნურ სამყაროში“-  საინტერესო წარმოდგენით შეუერთდა ინიციატივას II კლასი, დამრიგებელის თამილა ცქვიტინიძის ხელმძღვანელობით. 

29 დეკემბერს, II კლასიც დიდი ინტერესით შეუერთდა ინიციატივას, სკოლის სცენაზე წარადგინეს ღონისძიება - „ჯადოსნური ახალი წელი“. II კლასის დამრიგებელი ნინო ჩილინდრიშვილი გახლავთ. 

შთამბეჭდავი ღონისძებების სერიას კი, მუსიკალურად აფორმებდნენ პედაგოგები: თეა არზიანი და  მზია გაგნიძე. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 












კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება