სიახლეები
სკოლები

თხინვალის სკოლის მე-3 კლასში ჯადოსნური საახალწლო ზეიმი გაიმართა
19-01-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი ზრუნავს, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობას აწყობენ.

ამჯერად, მე-3 კლასში საახალწლო ზეიმი ჩატარდა. როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება 2024 წლის 15 იანვარს გაიმართა, რადგან წინასაახალწლო დღეებში მოსწავლეებს ვირუსი და სიცხე ჰქონდათ. 

მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ ნინო თავბერიძესთან ერთად, საახალწლო დეკორაციები შექმნეს, რითაც საკლასო ოთახი მორთეს და გაალამაზეს. ღონისძიებაში თითოეული მესამეკლასელი დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო, მათ ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და ზღაპრის გმირები გააცოცხლეს. მათ ღონისძიების ბოლოს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

სკოლის დირექტორმა ნანული ბოლქვაძემ, ლამაზი ღონისძიების მოწყობისათვის, ნინო მასწავლებელსა და მოსწავლეთა მშობლებს მადლობა გადაუხადა.

„ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული თვით ნინი მასწავლებელი და მშობლები, რომლებმაც თავიანთ შვილებთან ერთად იცეკვეს და იმხიარულეს, რამაც განსაკუთრებით დაამშვენა ისედაც ზღაპრული ღონისძიება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნინო მასწავლებელი მოსწავლეების მიმართ სითბოთი და დიდი მზრუნველობით გამოირჩევა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება