სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროსაბჭოს სიმულირებული სხდომა გამართეს
22-01-2024
-
+


სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“ ახორციელებს ერთობლივ პროექტს სახელწოდებით - „ევროკავშირი - ჩვენს სკოლაში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოს პოლიტიკური არჩევანის გაცნობა, ევროკავშირის ქვეყნების შესახებ ცოდნის შეძენა-გაღრმავება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, პრეზენტაციის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, 18 იანვარს, გაიმართა პროექტის ბოლო, დასკვნითი აქტივობა სახელწოდებით „ევროკავშირის საბჭოს სიმულირებული სხდომა“. სხდომაზე წარმოდგენილნი იყვნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დელეგაციის წევრები.

განსახილველი თემა გახლდათ საქართველოს ევროკავშირში მიღება.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი (ლუკა ტყაბლაძე). პრემიერმა გააკეთა მოხსენება იმ ფასეულობებზე წარსულიდან მოყოლებული დღემდე რაც გვაახლოებს ევროპასთან და გვანიჭებს უფლებას ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. მოხსენების შემდეგ ევროკავშირის საბჭოს თითოეულმა წევრმა დააფიქსირა საკუთარი აზრი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და გამართა დისკუსია.

სხდომის ბოლოს კი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ (ლიკა მიქაბერიძემ) წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა კენჭი ეყარათ წარდგენილი საკითხისათვის.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად მიიღეს საქართველო ევროკავშირში და მიანიჭეს მას წევრი სახელმწიფოს სტატუსი.

სხდომის ბოლოს გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

„მოვალთ იმედად ხვალის!“ - აღნიშნავენ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, კვლავ არაერთ საინტერესო აქტივობას გეგმავენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება