სიახლეები
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი STEM ოლიმპიადაში მონაწილეობს
22-01-2024
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში STEM საგნების ხარისხიანი და სიღრმისეული სწავლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სკოლაში კარგად ესმით, რომ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების უკეთ სწავლით მოსწავლეს უვითარდება XXI საუკუნის ის უნარები, რაც თანამედროვე სამყაროში ძალზედ მნიშვნელოვანია. 

19 იანვარს, სკოლამ მონაწილეობა მიიღო STEM ოლიმპიადის I დასწრებულ ტურში, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გაიმართა. ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებასა და გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ.

ოლიმპიადაზე სკოლამ წარადგინა VIII-X-XI კლასის 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი, რათა ახალგაზრდებმა დაადასტურონ სკოლის საგნებში (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა) მიღებული ცოდნა.

  1.  გიორგი გაჩეჩილაძე მე-11 კლასის მოსწავლე საგანი - ინფორმატიკა;
  2.  ვაჟა ცინცაძე მე-10 კლასის მოსწავლე საგანი - მათემატიკა;
  3.  ლიკა გობეჯიშვილი მე-10 კლასის მოსწავლე საგანი - მათემატიკა;
  4.  ნინო გოგრიჭიანი მე-11 კლასის მოსწავლე საგანი - მათემატიკა;
  5.  ნიკოლოზ ზუმბაძე მე-8 კლასის მოსწავლე საგანი - ფიზიკა;
  6.  მარიამ ტალახაძე მე-8 კლასის მოსწავლე საგანი - ფიზიკა.

გუნდს მენტორობას უწევდა ინფორმატიკის მასწავლებელი - მარიამ ტაბლიაშვილი, მოსამზადებელ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ფიზიკის მასწავლებელი - მაია ფოცხვერაშვილი და მათემატიკის მასწავლებელი - ციცი ფიფაიშვილი.

I ტურის შედეგად დაჯამდება თითოეული გუნდის ექვსივე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები და გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ. ფინალში გადასული გუნდების მენტორებს ჩაუტარდებათ 3-თვიანი გადამზადება ინჟინერიის მიმართულებით კომაროვის სპეციალისტების მიერ. ფინალურ ტურში STEM დავალებების შესასრულებლად 8 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრება ფინალში გადასული 10 საუკეთესო გუნდი.

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს საქართველოს ბანკი სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოებს. პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები და მათი მენტორი საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრებიან შვეიცარიაში, ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ინსტიტუტში, ხოლო გამარჯვებული გუნდის სკოლაში მოეწყობა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ლეპტოპები და პლანშეტები. ყველა მონაწილე გუნდი მიიღებს სერტიფიკატს.

სკოლაში იმედოვნებენ, რომ მოსწავლეებს ახლა უკვე ფინალში უგულშემატკივრებენ და მადლობას უხდიან ყველას ვინც მოსწავლეთა პროექტში ჩართულობას შეუწყო ხელი. 

„დიდი მადლობა, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს SEU მასპინძლობისათვის. დიდი მადლობა, სკოლის დირექციას, ბატონ შალვა ხუციშვილს და პედაგოგიურ კოლექტივს მხარდაჭერისათვის, შედეგების მოლოდინში წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის გუნდს, დიდი სურვილი გვაქვს ვიხილოთ ფინალურ ეტაპზე“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება