სიახლეები
სკოლები

„ლტოლვილი ბიჭი სხვა ქვეყანაში“ - ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კედლის გაზეთი შექმნეს 
22-01-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირინა ინასარიძის დახმარებით, XI კლასელებმა მოამზადეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „ლტოლვილი ბიჭი სხვა ქვეყანაში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა, შესაბამისად დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი. აღსანიშნავია, რომ XI კლასელებმა გაზეთი ილუსტრაციებითაც გააფორმეს.

„ძალიან საინტერესო გაკვეთილი იყო მათთვის. თემა გულდასმით შეისწავლეს. მათ მოეწონათ, რომ ლტოლვილ ბიჭს თანატოლებმა თავშესაფარი მისცეს და დაუმეგობრდნენ, სიყვარულით წაიყვანეს სკოლაში, ბიჭმა კი შეისწავლა მათი ენა. მეგობრები მას მშობლების მოძებნაშიც დაეხმარნენ.

გაკვეთილის ბოლოს XI კლასელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთ სიტუაციაში ისინიც აუცილებლად ამგვარად მოიქცეოდნენ“,-  გვიყვებიან სკოლაში. 

აქტივობა სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა დადებითად შეაფასა და მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება