სიახლეები
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე დავით ნოღაიდელმა კარატეში, საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
22-01-2024
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა.

19-20 იანვარს ჭაბუკთა და მცირე ჭაბუკთა შორის, კარატეში, ლატვიის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართველ სპორტსმენთა შემადგენლობა მონაწილეობდა.

შეჯიბრზე, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაცია 18 სპორტსმენით იყო წარდგენილი. მათ შორის იყო ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 ვ კლასის მოსწავლე დავით ნოღაიდელი, რომლის დამრიგებელი მაკა ჩიკაშუა გახლავთ. 

მეოთხეკლასელმა 30 კგ. წონის კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის თასის მფლობელი გახდა.

სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მას წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება