სიახლეები
სკოლები

გაიცანით, გეზათის საჯარო სკოლის ლიდერი პედაგოგი ქეთევან ვეკუა, რომელიც სასწავლო პროცესში ინოვაციურ მეთოდებს იყენებს 
22-01-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში საკუთარ საქმეზე შეყვარებული, კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული და პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან.

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია ქეთევან ვეკუა, რომელიც უკვე 32 წელია სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. პედაგოგი გამოირჩევა საგნის საფუძვლიანი ცოდნით, მრავალმხრივი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. ის ასევე აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა განვითარებაზე - მათ საინტერესო, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესსა და ინოვაციურ სწავლებას სთავაზობს. პედაგოგის თანადგომითა და მონდომებით მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში არაერთ წარმატებას აღწევენ.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგის შრომისმოყვარეობა და ღვაწლი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და 2023 წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.

მასწავლებლის წარმატების, მისი მრავალმხრივი ნიჭიერებისა და მოსწავლეებთან შესანიშნავი დამოკიდებულების შესახებ სკოლის დირექტორი ნათელა კიკაბიძე საუბრობს.

„ქეთევანი გამოირჩევა საგნის ღრმა, საფუძვლიანი ცოდნით. მისი გაკვეთილები დატვირთულია ინოვაციური, ეფექტური, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებითა და მეთოდებით, ატარებს გასვლით გაკვეთილებს მწერალთა მუზეუმებში. სისტემატიურად ზრუნავს პროფესიულ განვითარებასა და კოლეგების გამოცდილების გაზიარებაზე. ის არის სკოლის ლიდერი მასწავლებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე და ხარისხისა და განვითარების ჯგუფის წევრი.

პედაგოგის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ კონფერენციებსა და სხვადასხვა სასკოლო, რაიონულ ღონისძიებასა და კონკურსში. მისი მე-8 კლასის მოსწავლე ქრისტინე პაპავა დეკემბრის თვეში მონაწილეობდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების  გამოცხადებულ ესეების კონკურსში, სადაც წარადგინა ესე „მოგზაურობა 140 წლის შვლის ნუკრის სამყაროში“ და როგორც წარმატებულმა მოსწავლემ დაიმსახურა სიგელი, ასევე აღსანიშნავია მე-7 კლასის მოსწავლის - მარიამ შუბლაძის წარმატება ესეების კონკურსში.

წიგნიერების ამაღლების მიზნით, მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება გეზათის საჯარო სკოლაში. მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ მოსწავლე-ახალგაზრდობის „ეროვნული სასახლის სასწავლო კვლევით კონფერენციაში“. 2022-2023 წლებში მისმა მოსწავლეებმა დაიმსახურეს სიგელები. ქეთევანი განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა. თავად წერს ნოველებსა და ლექსებს, აკეთებს მხატვრულ ჩანახატებს, ქმნის სასკოლო ღონისძიებების სცენარებს. არის სკოლის ლიდერი მასწავლებელი“, - აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

„ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით“

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება